იულიხის კვლევითი ცენტრისა და დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის წარმომადგენლები ილიაუნის ეწვივნენ

9 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის სამეცნიერო დირექტორ სებასტიან შმიტსა და იულიხის კვლევითი ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელ ევა პორტიუსთან. შეხვედრაზე ილიაუნის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და აკადემიურმა პერსონალმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები და მიმდინარე კვლევითი პროექტები. დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრთან თანამშრომლობის განვითარებისთვის დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლას და […]

აახენის უნივერსიტეტის RWTH Aachen ვიცე-რექტორის ვიზიტი ილიაუნიში

10 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ აახენის უნივერსიტეტის RWTH Aachen ვიცე-რექტორი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უტე ჰაბელი, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი ჰენრიეტე ფინსტერბუში და სტრატეგიული პარტნიორობებისა და პროგრამების ჯგუფის ხელმძღვანელი რენე სეიფარტი. უნივერსიტეტის რექტორთან, ნინო დობორჯგინიძესა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები და გეგმები. 2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აახენის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს […]

‘Research in Poland’ – გამოცხადდა Mieroszewski Center-ის სასტიპენდიო პროგრამა მკვლევრებისთვის

Mieroszewski Center (პოლონეთი) აცხადებს ”Research in Poland” სასტიპენდიო პროგრამას მკვლევრებისთვის კვლევითი პროექტების განსახორციელებლად პოლონეთში. კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ისეთ საკვლევ თემებზე, როგორებიცაა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიმდინარე კვლევის, ასევე პროქტის დაწყების სურვილის მქონე პირებს. სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3-9 თვე სტიპენდიის რაოდენობა: თვეში PLN 6500 მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე არაუგვიანეს 10 […]

პროექტი „ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები“

პროექტი „ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები“ შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის როლს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში. 15 უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი გააერთიანებს ინტერდისციპლინურ გამოცდილებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, აღმოსავლეთ ევროპის, მეხსიერების პოლიტიკისა და მემკვიდრეობის პრაქტიკის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ევროკავშირის, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული აქტორის, პოტენციალი მემკვიდრეობის პოლიტიკაში. პროექტის ძირითადი ქვესაკითხები: ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის დიპლომატია დემოკრატიისა და ევროპული […]

თურქული ენის სასტიპენდიო პროგრამა

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის აცხადებს თურქული ენის 8-თვიან სასტიპენდიო პროგრამას (KATIP). KATIP – თურქული ენის ყოვლისმომცველი სასტიპენდიო პროგრამაა უცხოელი საჯარო მოხელეებისთვის, დიპლომატებისთვის, აკადემიკოსებისა და მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ თურქული ენის სწავლა და თურქეთის გაცნობა. პროგრამა მიზნად ისახავს საკომუნიკაციო ქსელების შექმნის ხელშეწყობას თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსის მონაწილე უნდა იყოს […]

საგრანტო კონკურსი BULGARIAN DEVELOPMENT AID

გამოცხადდა ბულგარეთის  რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსი საქართველოს მონაწილეობით. კონკურსის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.   პროექტი უზრუნველყოფს დემოკრატიზაციის, კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, განსაკუთრებით კი ბავშვების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა დაუცველი ჯგუფებისთვის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მხარდაჭერას; ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობას; გენდერულ თანასწორობას.   კონკურსის პრიორიტეტული […]

2025 წლის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდია (IPS)

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებათა მიღების პროცესებს. პროგრამის მიზანია სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. პროგრამა გრძელდება 2025 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე. განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2024 […]

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია 2024-2025

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში. სტიპენდია (2100 ევროს ოდენობით ორი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა […]

ვაკანსია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით. ფუნქცია-მოვალეობები: საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილეობა; სტუდენტებისა და თანამშრომლების კონსულტირება; საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა; ღონისძიებების, ინფოსესიებისა და საორიენტაციო შეხვედრების ორგანიზება; გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; საჭიროებისამებრ სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებში ჩართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი; ინგლისური ენა (მინ. B2 დონე); საოფისე […]

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ვის ეშინია საერთაშორისო სამართლის? საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში“

მიეროშევსკის ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „ვის ეშინია საერთაშორისო სამართლის? საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში“. 25-დან 30 აგვისტომდე მაზურიის ტბის რაიონში (პოლონეთი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ხუთდღიანი სერია დოქტორანტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და საჯარო მოხელეებისთვის პოლონეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს საცხოვრებელს კვებას ლექციებისთვის საჭირო მასალას მგზავრობის ხარჯებს (მგზავრობის ლიმიტი […]