ჩინეთის მთავრობის აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამა 2024

ჩინეთის მთავრობის აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში Capital Normal University (CNU) ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისათვის Belt and Road-ის ქვეყნებიდან. სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის საინფორმაციო სისტემის სამაგისტრო/სადოქტორო კურსს (ინგლისურად) ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო კურსს (ჩინურად) ქიმიის სამაგიტრო კურსს (ჩინურად) ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო კურსს (ჩინურად) სამართლის საბაკალავრო კურსს (ჩინურად) სტიპენდია არის სრული – ფარავს […]

GET MA – გლობალური და ევროპული ტრანსფორმაციები, ორმაგი სამაგისტრო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში

ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (METU) გთავაზობთ ორმაგ სამაგისტრო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში. GET MA სტუდენტებს  უვითარებს კარიერისთვის საჭირო უნარებსა და სძენს ცოდნას დიპლომატიის, საჯარო ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის თუ სხვა მიმართულებებით. ევროპის ორ დედაქალაქში, ბერლინსა და ანკარაში, სწავლისას, სტუდენტები არა მარტო გაიღრმავებენ ცოდნას, არამედ შეიძენენ მრავალფეროვან გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ  კარგად ჩასწვდნენ გლობალურ თუ […]

საშემოდგომო სკოლა პარიზში დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის

14-18 ოქტომბერს სოციალური მეცნიერებების ფრანგული უნივერსიტეტისა (EHESS) და მონაცემთა დაცვის ფრანგული ორგანოს (CNIL) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო საშემოდგომო სკოლა პარიზში. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, რომლებიც იკვლევენ მონაცემთა ნაკადის პოლიტიკურ გავლენებს. საშემოდგომო სკოლას გაუძღვებიან სხვადასხვა დისციპლინის (სამართალი, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, გეოგრაფია, ინფორმაციული ტექნოლოგიები) მკვლევრები, ამასთან პროექტის განმავლობაში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი საკვლევი […]

ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში ბუქარესტში

რუმინეთის საერთაშორისო ფრანკოფონიის ორგანიზაცია (OIF) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებენ მიღებას ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლა გაიმართება ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარე წლის 1-5 ივლისს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ 20-28 წლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომელთა ფრანგული ენის ცოდნა შეესაბამება B2 დონეს. პროგრამა გამარჯვებულ მონაწილეებს აუნაზღაურებს მგზავრობის, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების, კვების, სამოგზაურო […]

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: Master in Economic Research PhD in Economics კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს უნდა შეეძლოთ ენობრივი კომპეტენციისა და მათემატიკური უნარების დემონსტრირება. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ბაკალავრიატის ხარისხი, ხოლო დოქტორანტებს დასრულებული უნდა ჰქონდეთ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2024 დამატებითი ინფორმაციის […]

ერთწლიანი სასწავლო გრანტი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი Generation Google Scholarship (EMEA)-ის გრანტის მოსაპოვებლად ევროპის, ახლო აღმოსავლეთის ან აფრიკის უნივერსიტეტებში სასწავლებლად 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში. გრანტი განკუთვნილია გოგონებისთვის, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით. სტიპენდიის მოცულობა: 7 000 EUR კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები სააპლიკაციო ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2024 სააპლიკაციო ფორმის სანახავად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე. დამატებითი ინფორმაციის სანახავად […]

სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის.  სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგი სააპლიკაციო საბუთები მისამართზე IRO@iliauni.edu.ge: წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ სტაჟირების დასახელება. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. კონკურსი ჩატარდება […]

FALLING WALLS LAB 2024

21 ივნისს DAAD-ის თბილისის ოფისი კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს ”Falling Walls Labs” ფორმატის ფარგლებში. “Falling Walls Labs” ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ. […]

ესპანეთის დიპლომატიური სკოლის სამაგისტრო პროგრამა

ცხადდება მიღება ესპანეთის დიპლომატიური სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამისთვის. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები სწავლების ენა: ესპანური განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2024 დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აცხადებს შემოქმედებით კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა ილიაუნის სტუდენტებსაც შეუძლიათ. კონკურსი ცხადდება 3 კატეგორიაში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფრანკოფონიაში“ საუკეთესო გრაფიკური ნამუშევარი – „10 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო ფრანგული“ საუკეთესო ფოტო – „პლანეტის ელჩი“ კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024 (GMT +2 ბუქარესტის დროით). დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.  2024