FALLING WALLS LAB 2024

21 ივნისს DAAD-ის თბილისის ოფისი კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს ”Falling Walls Labs” ფორმატის ფარგლებში.

“Falling Walls Labs” ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ.

თითოეული რეგიონული „Falling Walls Lab“-დან ჟიური ირჩევს გამარჯვებულს, რომელსაც 2024 წლის 7 ნოემბერს შეუძლია მონაწილეობა „Falling Walls“-ის დახურვის ღონისძიებაში ბერლინში.

მონაწილეობა უფასოა.

ღონისძიებამდე ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა დაესწროს ვორკშოპს პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

დაინტერესებულ პირებს 2024 წლის 2 ივნისამდე შეუძლიათ დარეგისტრირება ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით.

ღონისძიება გაიმართება ფაბრიკაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი