ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აცხადებს შემოქმედებით კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა ილიაუნის სტუდენტებსაც შეუძლიათ. კონკურსი ცხადდება 3 კატეგორიაში:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფრანკოფონიაში“
საუკეთესო გრაფიკური ნამუშევარი – „10 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო ფრანგული“
საუკეთესო ფოტო – „პლანეტის ელჩი“
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რის დასადასტურებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფრანგულ ენაზე;
- სტუდენტის ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ფრანგულ ენაზე;
- კანდიდატს შეუძლია სამივე კონკურსისთვის წარმოადგინოს განაცხადი, მაგრამ პრიზს მხოლოდ ერთ კატეგორიაში მიიღებს;
- მიიღება მხოლოდ ელექტრონულად წარმოდგენილი განაცხადები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024 (GMT +2 ბუქარესტის დროით).
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
2024

