ცხადდება მიღება ესპანეთის დიპლომატიური სკოლის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამისთვის.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები
- აპლიკანტს მოპოვებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების ხარისხი (საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტურის საფეხურზე);
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ესპანური ენის მინ. B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია ენის კომპეტენციის ინტერვიუს საშუალებით დადასტურება);
სწავლების ენა: ესპანური
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2024
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

