ლიეტუვის მთავრობის სტიპენდიები კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ლიეტუვის მთავრობის სტიპენდია კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად: სწავლის ხანგრძლივობა: 1-2 სემესტრი საჭირო დოკუმენტები: სასწავლო ხელშეკრულების მოსამზადებლად იხელმძღვანელეთ კურსების კატალოგით. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2024 (ლიეტუვის დროით 16:00 საათი). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დაუკავშირდით კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს incoming@ktu.lt.

8-თვიანი FELLOWSHIP-ი ევროპის კოლეჯში, ნატოლინში

ევროპის კოლეჯი (ნატოლინის კამპუსი, პოლონეთი) დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის აცხადებს მიღებას 8-თვიან fellowship-ზე. პროგრამა განკუთვნილია ევროპის პოლიტიკით დაინტერესებული კანდიდატებისთვის და მოიცავს  ხუთთვიან სწავლის პერიოდსა და სამთვიან სტაჟირებას. მობილობის ხანგრძლივობა: 8 თვე სტიპენდიის მოცულობა: რვა თვის სტიპენდია: 9 576 ევრო მგზავრობის ხარჯები (ორივე გზა): 530 ევრო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 მაისი, 2024 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ტარტუს უნივერსიტეტის საზაფხულო კურსები

ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ 11 მულტიდისციპლინარულ კურსს  – როგორც ლექცია-სემინარებს, ისე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.  შემოთავაზებული კურსების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე, სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა კი იხილეთ ვებგვერდი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი

სწავლა ხაზარის უნივერსიტეტში

ხაზარის უნივერსიტეტმა (აზერბაიჯანი) დაიწყო მიღება 2024-2025 აკადემიური წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. დაინტერესებულ კანდიდატებს დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ შემდეგი სტიპენდიებისთვის: განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი, 2024 ხაზარის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს, Nailekhanim Foundation-ის სტიპენდიების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.

რუმინეთის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის სააგენტოს სტიპენდიები

რუმინეთის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის სააგენტო (ARICE) ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს 2024/2025 სასწავლო წლისთვის სტიპენდიების მოსაპოვებლად სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის. სტიპენდიები გაიცემა 40 სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის მიზნით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული განაცხადი უნდა გაგზავნონ მისამართზე: burse2024@arice.gov.ro . სასწავლო პროგრამებსა და განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://arice.gov.ro/1/burse-2024/ განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი

ARISC აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამა

სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის გაცვლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში – ARISC Faculty Exchange Fellowship Program. პროგრამა მიზნად ისახავს ამერიკულ და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის კავშირის გაღრმავებას ინსტიტუციებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობის შექმნით. განაცხადები მიიღება ორ ეტაპად: დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://arisc.org/arisc-faculty-exchange-fellowship-program/ შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ინსტიტუტს ელფოსტაზე: info@arisc.org

საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო პროგრამების ახალ ნაკადთან

1-მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურმა საორიენტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო პროგრამების სრული და გაცვლითი პროგრამების სტუდენტებისათვის.  შეხვედრაზე  სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და სერვისების შესახებ, დაურიგეს საერთაშორისო სტუდენტების სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა სტუდენტთა კეთილდღეობისა და ცხოვრების ახალი ეტაპის ხელშესაწყობად.

მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის სასტიპენდიო პროგრამა მკვლევართათვის

მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი იაპონიაში აცხადებს კონკურსს მკვლევართათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატებს მოეთხოვებათ დოქტორის აკადემიური ხარისხის ფლობა, ინგლისური ან იაპონური ენის ცოდნა. პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ ქვეყანას. იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას. სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 […]

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს (TUBITAK) კვლევითი სტიპენდიები

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TUBITAK) აცხადებს განაცხადების მიღებას ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში: ეს საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაეცანით თანდართულ დოკუმენტს. 2024

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიები

დაიწყო განცხადებების მიღება სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამაზე 2024-2025 აკადემიური წლისათვის. სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანთა მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. პროგრამას (NSP) აფინანსებს სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის სამინისტრო. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 30 აპრილი, 2024 წ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს: www.stipendia.sk და www.scholarships.sk. დაინტერესებული კანდიდატებისთვის […]