რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2024-2025 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. სტიპენდიები გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის, რუმინეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან […]

„პოლონეთი – წარმატების გასაღები” – შეხვედრა პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე

15 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S506) გაიმართება შეხვედრა „პოლონეთი – წარმატების გასაღები“. შეხვედრაზე ილიაუნის კურსდამთავრებულები ილაპარაკებენ პოლონური პროექტებისა და პოლონური ენის წყალობით პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე, ასევე კარიერული წარმატების გამოცდილებაზე. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონური ენის მოწვეული მასწავლებელი მაგდალენა კნაპიკი, რომელიც ისაუბრებს როგორც მიმდინარე, ასევე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პოლონეთში […]

COPERNICUS BERLIN-ის სასტიპენდიო პროგრამა გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად

COPERNICUS BERLIN აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას – International Excellence Scholarship Program, რომელიც აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ ბერლინის საუკეთესო უნივერსიტეტებში (HU Berlin, FU Berlin, HWR Berlin, Potsdam University). IES პროგრამის ფარგლებში COPERNICUS BERLIN დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ სტიპენდიებს. მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: სწავლის […]

გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

გერმანული კვლევითი ფონდის  (DFG) დაფინანსებით ბილფილდის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს მიღებას სადოქტორო პოზიციებზე ლინგვისტიკის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ 3 წლიან სტიპენდიას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში სწავლისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ხარჯის სრულად ანაზღაურებას. დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებებში. სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა სპეციალურ სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები: […]

საზაფხულო სკოლა გერმანიაში სტუდენტებისთვის

გერმანული კვლევითი ლაბორატორია, ჰელმჰოლც-ცენტრუმ დრეზდენ-როსენდორფი (HZDR), იწვევს აქტიურ სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და იმუშავებენ ლაბორატორიებში კვლევითი ცენტრის წამყვან მკვლევრებთან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულების მაგისტრატურის და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს. სამუშაო ენა: ინგლისური პერიოდი: ივლისი-სექტემბერი ფინანსური უზრუნველყოფა: […]

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამები და დაფინანსება – საინფორმაციო შეხვედრა

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში ნათია ნანავა გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. 2024-2025 სასწავლო წლისათვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა გამოაცხადა მიღება 42 სამაგისტრო და 16 სადოქტორო პროგრამაზე 14 სხვადასხვა დისციპლინაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ […]

სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში

სეულში მდებარე კორეის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად პროგრამის SK Global Scholarship Program for Fall 2024 (A Scholarship Proposal for Eastern European Students) ფარგლებში. სტიპენდია მთლიანად ფარავს 2-წლიან მაგისტრატურას საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. სტიპენდიის მოცულობა სწავლის გადასახადი – სრული; კორეული ენის გაკვეთილები – სრული; დაზღვევა – სრული; მგზავრობის ხარჯები – 3 მილიონი სამხრეთ კორეული […]

FARIG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. 2024 FaRiG დიდი კავკასიონის კვლევითი გრანტი პროფესორი ჰუბერტუს იანი გამოყოფს 1600 £-ს ოდენობის დაფინანსებას ქართველი პოსტსადოქტორო მკვლევრებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში. კვლევა უნდა ეხებოდეს […]

Eugen Ionescu-ის სახელობის სტიპენდია სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევებისთვის

გამოცხადდა რეგისტრაცია 2023-2024 აკადემიური წლისთვის Eugen Ionescu-ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევებისთვის. პროგრამით გათვალისწინებულია სამთვიანი მობილობა რუმინეთის 33 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში. მობილობა შესაძლებელია 2024 წლის 1 მაისიდან 31 ივლისამდე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 დეკემბერი, 2023 (რუმინეთის დროით 23:59 საათი) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს.  2023 [wpai_display_imported_files_here]

ტალინის უნივერსიტეტის სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამა განათლების სპეციალისტებისათვის

ტალინის უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის გასცემს სრულ სტიპენდიას განათლების მიმართულებით 6-თვიან პროგრამაზე სასწავლებლად ტალინის უნივერსიტეტში. პროგრამა ხორციელდება ჰიბრიდულად: ონლაინრეჟიმში (Zoom): 22-29 იანვარი, 2024 ფიზიკურად (ტალინის უნივერსიტეტი): 4-17 მარტი, 2024 ონლაინრეჟიმში (Zoom): 10-12 ივნისი, 2024 პროგრამა განკუთვნილია განათლების სფეროში მომუშავე შემდეგი პირებისთვის: სკოლის მასწავლებლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივი და ეროვნული მთავრობის წარმომადგენლები […]