ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები

ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტომ (OeAD) გამოაქვეყნა ინფორმაცია ავსტრიაში სწავლის მსურველებისთვის სხვადასხვა ტიპის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. პროგრამებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, აბიტურიენტებსა და სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებს. თქვენთვის სასურველი პროგრამის შესარჩევად და მასზე დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს. 2023 [wpai_display_imported_files_here]
ჩინეთის შანტუნგის პროვინციის მთავრობის სტიპენდია

შანტუნგის პროვინციის მთავრობამ (ჩინეთი) გამოაცხადა კონკურსი სრული დაფინანსების მოსაპოვებლად ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 45 წლამდე ასაკის პირებს (ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის მსურველებისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარია 30 წელი). სტიპენდია მოიცავს ყოველწლიური რეგისტრაციისა და სწავლის გადასახადს, ასევე განთავსებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისთვის (იხილეთ უნივერსიტეტების სია). სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებით […]
თურქეთის სტიპენდიები – საინფორმაციო შეხვედრა

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის სტიპენდიების შესახებ. თურქეთის სტიპენდიები საქართველოში მცხოვრებ თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სტიპენდიები საბაკალავრო და სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://turkiyeburslari.gov.tr/whyturkiyescholarships განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 თებერვალი. 2023 [wpai_display_imported_files_here]
ეიფელის სტიპენდია საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია, რომელიც მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (18 თვემდე მობილობა), წარმატებულ კანდიდატებს აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლონ საფრანგეთის რომელიმე უნივერსიტეტში. ასაკობრივი შეზღუდვა სამაგისტრო საფეხური – 25 წელი სადოქტორო საფეხური – 30 წელი ყოველთვიური სტიპენდია მაგისტრატურა – 1 181 ევრო დოქტორანტურა – 1 700 ევრო სასწავლო მიმართულებები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია […]
სამაგისტრო სტიპენდია ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) კოორდინირებას უწევს 2-წლიან სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკული ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების (TROPIMUNDO) მიმართულებით. პროგრამის აღწერა პროგრამის პირველი და მესამე სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ევროპის ერთ ან ორ პარტნიორ უნივერსიტეტში. მეორე სემესტრში სტუდენტებს საშუალება ექნებათ საველე მუშაობისა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბისა და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალური […]
ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები

ჟენევის უნივრსიტეტი, გაეროს ჟენევის ოფისთან (UNOG) თანამშრომლობით, 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას ევროპისმცოდნეობისა და საერთაშორისო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე (MEIG Programme). სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის გადასახადს და ასევე გამონაკლის შემთხვევებში ნაწილობრივ ცხოვრების ხარჯებს. სწავლის პერიოდი: 2024 წლის სექტემბერი – 2025 წლის ივლისი. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები კანდიდატს დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შემდეგი განხრით: საერთაშორისო ურთიერთობები, […]
მაქს ვებერის ფონდის კვლევითი სტიპენდია

მაქს ვებერის ფონდი საქართველოში აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია წარმატებულ კანდიდატებს 1-დან 2 თვემდე მობილობის შესაძლებლობას მისცემს გერმანიაში. მონაწილეები იმუშავებენ მათთვის სასურველ კვლევით ცენტრებში, ბიბლიოთეკებში ან საარქივო ფონდებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე დოქტორის ხარისხის მქონე აქტიურ მკვლევრებს, რომლებიც სწავლობენ/თანამშრომლობენ საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. მობილობის პერიოდი: 1 მარტი – 31 […]
ერთწლიანი სრული სამაგისტრო სტიპენდია დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად

საქართველოს ბანკი ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება დიდ ბრიტანეთში 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. დაფინანსება ფარავს არა მხოლოდ სწავლის საფასურს, არამედ ყოველთვიურ სტიპენდიას, მგზავრობას, დისერტაციის/თეზისის გრანტს, ვიზის გადასახადს და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; სტიპენდიატი ვალდებულია სწავლის დაბრუნების შემდეგ საქართველოში დაბრუნდეს და დარჩეს 2 წლის განმავლობაში; კანდიდატს […]
კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლ’აქვილას უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მობილობისთვის

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ლაქვილის უნივერსიტეტში (იტალია) მობილობის განსახორციელებლად. მობილობის ხანგრძლივობა: 5 ან 10 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის) მობილობის ტიპი: მობილობა სწავლებისთვის (Staff Mobility for Teaching): პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლება, ე.წ. Staff mobility for Teaching (STA), გულისხმობს, რომ აკადემიური პერსონალი ახორციელებს სწავლების აქტივობებს (მაგ.: სემინარები, ლექციები, ტუტორინგი) უნივერსიტეტში კვირაში […]
სტიპენდია კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ბერლინში

ფონდი Study Foundation the Berlin House of Representatives აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალებას მისცემს 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ბერლინის რომელიმე კვლევითი ცენტრის ან უნივერსიტეტის პროფესორთან/მკვლევართან მათთვის საინტერესო კვლევით პროექტზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 35 წლამდე პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. კვლევის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა სასურველია, კანდიდატის კვლევითი ინტერესები […]
