პოლონეთის ერთთვიანი კვლევითი სტიპენდიები

Mieroszewski Center (პოლონეთი) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას მკვლევრებისთვის ერთთვიანი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად პოლონეთში. კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ისეთ საკვლევ თემებზე, როგორებიცაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ისტორია, პოლიტიკა, კულტურა და მემკვიდრეობა. სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 თვესტიპენდიის რაოდენობა: PLN 6500 მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე და გააგზავნონ მეილზე: stypendia@mieroszewski.pl კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: stypendia@mieroszewski.pl 2023 [wpai_display_imported_files_here]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

მოგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, ზუმის პლატფორმის მეშვეობით:  Join Zoom Meeting https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/83495464041?pwd=V3BNRU5jOXlqRnVQTnB3TWZQOWQxUT09Meeting ID: 834 9546 4041 Passcode: 784760 დრო: 5 ოქტომბერი, 13:00 საათი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E120 ☏ 995 322 220009-367 […]

JiCA: სრულად დაფინანსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იაპონიაში საჯარო მოხელეებისთვის

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) 2019 წლიდან ახორციელებს სასწავლო პროგრამას “SDGs Global Leader JFY 2024-2026”, რომელიც საჯარო მოხელეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ იაპონიის რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სრულიად უფასოდ. პროგრამის ხანგრძლივობა: მაგისტრატურა – 2 წელიდოქტორანტურა – 3 წელი* პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები: პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის (სტუდენტები ან კერძო სექტორის წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მასში მონაწილეობას); […]

მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2023/24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მობილობის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. მობილობის ხანგრძლივობა:  5 თვე სტიპენდიის რაოდენობა: ყოველთვიური სტიპენდია – 850 EUR¹ სამგზავრო ხარჯებისთვის – 820 EUR სავიზო პროცედურებისთვის – 30 EUR სამედიცინო და სამოგზაურო დაზღვევისთვის – 250 EUR კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი […]

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალიადოლიდის უნივერსიტეტისათვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2023/24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5-თვიანი მობილობის განხორციელების მიზნით. სტიპენდიის რაოდენობა: ყოველთვიური სტიპენდია – 850 EUR¹ სამგზავრო ხარჯებისათვის – 820 EUR დამატებით შესაძლოა ანაზღაურდეს სამეციდინო/სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები? მაქსიმუმ 250 ევროს ოდენობით და სავიზო მოსაკრების ხარჯები მაქსიმუმ 30 ევროს ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს […]

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2024/2025 აკადემიური წლისათვის

შვეიცარიის მთავრობა 2024/25 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს სადოქტორო, პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების მისაღებად. სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ იმ მაგისტრებს, რომლებიც გეგმავენ კვლევით საქმიანობას ან შემდგომი განათლების მიღებას შვეიცარიის კონფედერაციის უნივერსიტეტებში. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი, 12:00 სთ. სტიპენდიებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების […]

ჩეხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს განვითარებადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ინჟინერიის, აგრარული მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, IT, ეკონომიკისა და ფინანსებისა და გარემოს შემსწავლელ პროგრამებზე სასწავლად. სასტიპენდიო კონკურსთან დაკავშირებით 1-ელ ივნისს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გაუძღვებიან პროგრამის კოორდინატორები. სამთავრობო სტიპენდია მოიცავს: […]

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები 2023-24 აკადემიური წლისათვის

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს კვლევითი პერიოდის დაფინანსებას საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.  სტიპენდია (2100 ევრო ორი თვის პერიოდისთვის) სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს სტუდენტის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2023-2024 […]

ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამები

2023-24 აკადემიური წლისთვის გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებში სასწავლად. სტიპენდიით სარგებლობა შესაძლებელია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების შემდეგ პროგრამებზე: კომპიუტერული ინჟინერია, კლინიკური მედიცინა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა განსხვავდება საფეხურებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები. 2023 წელი [wpai_display_imported_files_here]

ტარტუს უნივერსიტეტი – „ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“

ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებს სასწავლო პროგრამას „ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“. მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის დიპლომი ან მისი ექვივალენტი (ან უნდა მიიღოს მაქსიმუმ მიმდინარე წლის ივნისის დასასრულამდე) და მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება მასწავლებლის პოზიციაზე ან თანამდებობაზე, რომელიც სასწავლო პერსონალს უწევს ზედამხედველობასა და კონსულტაციას; მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის მქონე კანდიდატებს არ სჭირდებათ სამუშაო გამოცდილების დადასტურება. სასწავლო პროგრამა […]