საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – საერთაშორისო სამართლის გამოცდა“

მიეროშევსკის ცენტრი, სახელმწიფო ინსტიტუტი, შექმნილი პოლონეთის პარლამენტის აქტით, პოლონეთის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და საჯარო საქმეთა სპეციალისტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – საერთაშორისო სამართლის გამოცდა“.   საცხოვრებლის, კვების, ტრანსპორტირებისა და ლექციებსა და სემინარებში მონაწილეობის ხარჯებს აფინანსებენ ორგანიზატორები. საზაფხულო სკოლა გაიმართება პოლონეთში 27 აგვისტოდან 1-ელ […]

ტაილანდის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები (TIPP)

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (TICA) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ტაილანდის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (TIPP). მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი ან/და პროფესიული გამოცდილება; კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას; კანდიდატმა, რომლის მშობლიური ენა არ არის ინგლისური, უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტი კონკრეტული აკადემიური დაწესებულების რეგულაციებით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით; ასაკობრივი შეზღუდვა – […]

Science Slam Tbilisi – “Falling Walls Lab”

2023 წელს DAAD საქართველო პირველად უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს ”Falling Walls Labs” ფორმატის ფარგლებში. “Falling Walls Labs” იმართება მთელ მსოფლიოში ბერლინის კედლის დაცემის აღსანიშნავად. ეს არის საერთაშორისო კონკურენტული ღონისძიება, რომელშიც სტუდენტები, (ახალგაზრდა) მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს 3-წუთიანი პრეზენტაციებით. თითოეულ ეროვნულ „Falling Walls Lab“-ში ჟიური ირჩევს გამარჯვებულს. მას შეუძლია მონაწილეობა […]

JACAFA – ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამა

“JACAFA Foundation”, რომელსაც მხარს უჭერს “The Nippon Foundation”, ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს. სტიპენდიის ხანგრძლივობა ორი წელია, ხოლო მოცულობა – 110 დოლარი თვეში. მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს GPA მინიმუმ 3.0 ან მისი ეკვივალენტი; ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა; კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე არა უმეტეს 23 წლისა; კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს უმაღლესი სასწავლებლის […]

მოკლევადიანი სახელმწიფო სტიპენდიები ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე

ცხადდება მიღება მოკლევადიან სახელმწიფო სტიპენდიებზე 2023-24 აკადემიური წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე ერთი ან ორი სემესტრით. პროგრამის მოთხოვნები: სტიპენდიის მისაღებად კანდიდატს ევალება აირჩიოს აკადემიური პროგრამა, რომლის საგნების მინიმუმ 50% დაკავშირებულია ლიეტუვურ ენასთან. ეს შესაძლოა მოიცავდეს ლიეტუვურ ფილოლოგიას, ლინგვისტიკას, ლიტერატურას, ლიეტუვის ისტორიას, ეთნოლოგიასა და ფოლკლორს, კულტურის კვლევებსა და სხვ. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატმა […]

ტალინის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას სრული საფეხურის სამაგისტრო პროგრამაზე Educational Innovation and Leadership სწავლის მიზნით.   პროგრამა მხარდაჭერილია ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის მიერ. სასტიპენდიო პროგრამა ფარავს მხოლოდ პირველი აკადემიური წლის ხარჯებს – სწავლისა და ცხოვრების საფასურს (ყოველთვიური სტიპენდია 400 ევროს ოდენობით 10 თვის განმავლობაში). ძირითადი მოთხოვნები: კანდიდატი უნდა ფლობდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომს […]

კრეატიული წერა 2023: ინდონეზიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები

საქართველოში აკრედიტებული ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო კიევში ქართველი სტუდენტებისათვის აცხადებს ესეის კონკურსს. ესეის თემაა „ინდონეზიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები“. მოთხოვნები და დამატებითი დეტალები: ესეი უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე; სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა – 2000 (ფონტი – Arial 11; დაშორება –1.5). ესეისა და სტუდენტის მოწმობის დასკანერებული ვერსიის ასატვირთად სტუდენტმა უნდა შეავსოს რეგისტრაციის ფორმა ბმულის დახმარებით. […]

ტაილანდის განათლების სამინისტროს სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისათვის

ტაილანდის სამეფოს უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტრო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ პროგრამებზე. აკადემიური პროგრამები, კონკრეტული მოთხოვნები, სტიპენდიის რაოდენობა, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა და პროცედურები განსხვავებულია თითოეული უნივერსიტეტისათვის. კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს უშუალოდ სასურველ მასპინძელ უნივერსიტეტთან. დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი. 2023 წელი [wpai_display_imported_files_here]

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა – დაწყებულია განცხადებების მიღება

დაიწყო განცხადებების მიღება სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამაზე 2023-2024 აკადემიური წლისათვის. სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანთა მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. პროგრამას (NSP) აფინანსებს სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის სამინისტრო. სტიპენდიის ხანგრძლივობა სტუდენტებისათვის (მაგისტრატურის საფეხური): 1-2 სრული (4-5 ან 9-10 თვე) ან 1-3 […]

დაიწყო მიღება ტოლერანტობის კვლევისა და გლობალური მშვიდობის სამაგისტრო პროგრამაზე

ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭო (GCTP) და მურსიის სან ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტი (UCAM) აცხადებენ მიღებას ტოლერანტობის კვლევისა და გლობალური მშვიდობის სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია 35 აპლიკანტს. სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა 15 სრული სტიპენდია ინგლისურენოვან პროგრამაზე. სწავლა ლოს ჯერონიმოს კამპუსში (მურსია, ესპანეთი); 20 სრული სტიპენდია ესპანურენოვანი პროგრამისათვის. სწავლა ონლაინ. მიღების წინაპირობები: კანდიდატი უნდა ფლობდეს ბაკალავრიატის დიპლომს, […]