საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს. ჯამური დაფინანსება შეადგენს 2 500 ევროს; 1 250 ევროს თითოეულ პროექტზე. მონაწილეობის მიღების წიაპირობები: კანდიდატი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი; კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს […]

ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიები

2023-24 აკადემიური წლისთვის ლიეტუვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ცხადდება სახელმწიფო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრით. კონკურსში მონაწილეობის პირობები: კანდიდატმა შერჩეული უნივერსიტეტიდან ოფიციალური მიღების წერილი / პირობითი შეთანხმება (Conditional Agreement) უნდა მიიღოს; კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი; კანდიდატი უნდა ჰქონდეს ლიეტუვურის, ინგლისურის ან შერჩეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სხვა უცხო ენის მინიმუმ B2 დონის […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ციურიხის ტექნოლოგიების ფედერალურ ინსტიტუტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის

17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ციურიხის ტექნოლოგიების ფედერალურ ინსტიტუტსა (ETH ციურიხი) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ეკოჯორჯია“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. თანამშრომლობის მიზანია სატყეო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარება პარტნიორი ინსტიტუციების მონაწილეობით. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა […]

JACAFA – ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამა

“JACAFA Foundation”, რომელსაც მხარს უჭერს “The Nippon Foundation”, ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს. 25 თებერვალს, 12:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. სტიპენდიის ხანგრძლივობა ორი წელია, ხოლო მოცულობა – 110 დოლარი თვეში. მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს GPA მინიმუმ 3.0 ან მისი ეკვივალენტი; ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა; კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს […]

კოიმბრის ჯგუფის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისათვის

გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის კოიმბრის ჯგუფის უნივერსიტეტებში კვლევითი ვიზიტისთვის. 1987 წელს შექმნილი კოიმბრა ჯგუფი 41 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებს. მისი მიზანია ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა აკადემიური და კულტურული კავშირების გაღრმავებითა და ინფორმაციის გაცვლის არხების შექმნით. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს კოიმბრის ჯგუფის უნივერსიტეტებში მოკლევადიანი ვიზიტებისას კვლევებისა და აკადემიური და სამეცნიერო კონტაქტების დამყარების საშუალება მიეცეთ. კონკურსში […]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

17 თებერვალს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, ზუმის პლატფორმის მეშვეობით: https://bit.ly/3jZLMlS Meeting ID: 872 0853 7248Passcode: 751131 დრო: 17 თებერვალი, 16:00 საათი დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E120☏ 995 322 220009-367erasmusplus@iliauni.edu.ge […]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

10 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისათვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 თებერვალი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, ოთახი e120☏ 995 […]

ათათურქის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) რექტორ ომერ ჩომაქლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს შორის. შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაიგეგმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობა. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობა ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის სქემის მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ილიაუნის მედიცინის სკოლის პროფესორები და ათათურქის საუნივერსიტეტო კვლევითი […]

აღმოსავლური პარტნიორობა და ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები

ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას უფასო კურსზე „ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების ცვლილების ზეგავლენა აღმოსავლური პარტნიორობის განვითარებაზე“. კურსი ჩატარდება ონლაინ ტარტუს უნივერსიტეტის სწავლის მართვის სისტემის  Moodle საშუალებით 2023 წლის 6 მარტიდან 9 აპრილამდე. მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ დისტანციურად კომუნიკაციის, ციფრული ინფორმაციის მოძიებისა და სწავლისათვის საჭირო ზოგადი უნარ-ჩვევები;  უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა და მულტიკულტურულ გარემოში დისკუსიებში ჩართვა. რეგისტრაციის ბოლო […]

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები

ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ფონდი აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: კირკლენდის კვლევითი პროგრამა – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45 წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და უკავიათ აკადემიური პოზიცია; კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვლევის […]