პრაღის ეკონომიკური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ეკონომიკის კვლევისა და განათლების ცენტრის(პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას ეკონომიკის კვლევის სამაგისტრო და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე. ინსატიტუტი დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს თანადაფინანსებას. დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით დეტალურ ინფორმაციას შემდეგ პროგრამებზე: ეკონომიკის კვლევის სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 2023 წელი [wpai_display_imported_files_here]
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP)

დაიწყო აპლიკაციების მიღება 2023-2024 წლის შემოდგომა/გაზაფხულის პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე (PFP). პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რომელიც სრულად დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმაონ ცოდნა ამერიკის საკანონმდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლი და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, […]
რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2022-2023 აკადემიური წლისათვის

რუმინეთის მთავრობა აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2022-2023 აკადემიური წლისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლების ენა მხოლოდ რუმინულია, ხოლო სადოქტორო საფეხურზე – როგორც რუმინული, ისე შესაბამისი სადოქტორო სკოლის მიერ დადგენილი სხვა უცხო ენა. მონაწილეებს, რომლებიც არ ფლობენ რუმინულ ენას, სთავაზობენ სწავლის დაწყებამდე რუმინული ენის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს. გაითვალისწინეთ, რომ სტიპენდიები არ […]
კატარის უნივერსიტეტის სტიპენდია არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე

2023-2024 აკადემიური სასწავლო წლისათვის კატარის უნივერსიტეტმა ქართველი სტუდენტებისათვის დააწესა სასტიპენდიო პროგრამები არაბული ენის შემსწავლელ პროგრამებზე – Arabic Program for Non-native Speakers. პროგრამის ხანგრძლივობა, ერთი აკადემიური წელი, დაყოფილია ორ სემესტრად (შემოდგომისა და გაზაფხულის). სტიპენდია მოიცავს ვიზისა და ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სწავლის საფასურს და სასწავლო მასალების ხარჯებს, ორმხრივ ავიაბილეთებს, საერთო საცხოვრებლის უზრუნველყოფას (კვებითა და სხვა აუცილებელი […]
FaRiG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. 2023 FaRiG ჯონ ვილკინსონის კვლევითი გრანტი ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 500 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე. 2023 […]
საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) წარმომადგენელთან

7 დეკემბერს, 14:00 საათზე საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში, ნათია ნანავა, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. 2023-2024 სასწავლო წლისათვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 51 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამენტსა და სკოლაში. შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის […]
ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

დაიწყო განაცხადების მიღება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: ფრანც ვერფელის სახელობის სტიპენდია უნივერსიტეტის ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, რომლებიც გერმანულ ენას ან ავსტრიულ ლიტერატურას ასწავლიან. სტიპენდია განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებების, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროს წარმომადგენლებისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, პოსტდოქტორანტებსა და მკვლევრებს. პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 9 თვემდე ყოველთვიური სტიპენდია: 1150 ევრომდე________________________________________რიჩარდ პლაშკას სახელობის სტიპენდია სტიპენდია განკუთვნილია […]
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა – საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

28 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მათთან დაკავშირებული თემების საპრეზიდენტო დელეგაცია გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თურქეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. თურქეთის სტიპენდიები საქართველოში მცხოვრებ თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ სტიპენდიები საბაკალავრო და სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: […]
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (Central European University CEU) 2023-2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას 51 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსის 18 სხვადასხვა დეპარტამენტსა და სკოლაში. რატომ CEU? – ავსტრიაში მე-3 ადგილზეა U-Multirank უნივერსიტეტების რეიტინგით, 2022 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტების პრესტიჟულ რეიტინგში საგნების მიხედვით მისი ორი პროგრამა გლობალურ ტოპ 50-შია, სამი პროგრამა კი – ტოპ ასეულში:24 […]
საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან

25 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ნატოლინის (პოლონეთი, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას ნატოლინის სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესახებ. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. დეტალური ინფორმაციისათვის […]
