ჯაიკას განვითარების სასწავლო პროგრამა

ჯაიკას ფონდი ახორციელებს ცოდნის შექმნის ერთობლივ გრძელვადიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლისათვის იაპონიაში. პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური. კანდიდატები უნდა შეირჩნენ ჯაიკას ოფიციალურ კანდიდატებად ჯაიკას შიდა შერჩევის პროცედურის მეშვეობით და ჩააბარონ ზოგადი მისაღები გამოცდა იმ უნივერსიტეტისა, რომელშიც განაცხადი გააკეთეს. დეტალური ინფორმაცია, უნივერსიტეტების სია, მონაწილეობის წინაპირობები, ხარჯებთან დაკავშირებული დეტალები, წარსადგენი დოკუმენტების […]
სამაგისტრო პროგრამა ჟენევაში

ჟენევის გაერთიანებული ერების ოფისი და ჟენევის უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებენ მიღებასა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას ევროპული და საერთაშორისო მმართველობის უმაღლესი კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე (MEIG). პროგრამაზე განაცხადის მისაღებად წარმოდგენილი ბოლო ვადები: პირველი: 2022 წლის 15 ნოემბერი მეორე: 2022 წლის 31 დეკემბერი მესამე: 2023 წლის 15 თებერვალი დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე. დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო […]
ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიები

მიმდინარეობს მიღება ევროპის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამებზე 2023-24 აკადემიური წლისათვის. ევროპის კოლეჯი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტიპენდიებს ევროპისმცოდნეობის ერთწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი). დეტალური ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით იხილეთ: https://bit.ly/322poK9 სტიპენდიის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3W31qey განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 18 იანვარი 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]
ბერლინის სამხარეო ფონდის სტიპენდიები

ბერლინის სამხარეო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2023/2024 აკადემიური წლისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიები განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევართათვის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2023/2024 აკადემიური წლისათვის ფონდი გასცემს 15 სტიპენდიას, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1100 EUR-ს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის – 1630 EUR-ს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი. პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი აკადემიური […]
ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

მოგახსენებთ, რომ პარასკევს, 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ჭავჭავაძის გამზ. №32. დრო: 21 ოქტომბერი 14:00. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E120☏ 995 322 220009-367erasmusplus@iliauni.edu.ge 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]
ERASMUS+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსი სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტისათვის

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მობილობის განხორციელების მიზნით. მობილობის ხანგრძლივობა: მობილობა სწავლების მიზნით – 5 სამუშაო დღე აკადემიური მიმართულება: ენები სოციალური მეცნიერებები სტიპენდიის რაოდენობა: ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR სამგზავრო ხარჯებისათვის – 530 EUR სამუშაო ენა: ინგლისური/ესპანური კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და […]
სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის ან სწავლის გამოცდილება; გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი როგორც […]
საინფორმაციო შეხვედრა ესტონური სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

27 სექტემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ესტონური სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთ შეეძლებათ გაეცნონ სასწავლო პროგრამებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და გაესაუბრონ ტალინის, ტარტუსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. დრო: 27 სექტემბერი 16:00 საათი ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა

Horizon 2020-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „Black Sea CONNECT CSA“-ის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი „შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩები“. პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩები აქტიურად ითანამშრომლებენ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სამეცნიერო სფეროების მთავარ აქტორებთან, რაც ხელს შეუწყობს მათთვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ […]
კორეის განვითარების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა

კორეის განვითარების ინსტიტუტი (Korea Development Institute, KDI) აწესებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიებს 2023 წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის. შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები: საჯარო პოლიტიკა; განვითარების პოლიტიკა; საჯარო მართვა; ინტელექტუალური საკუთრება და საინოვაციო პოლიტიკა. შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამები: საჯარო პოლიტიკა; განვითარების პოლიტიკა. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 დან 23 სექტემბრამდე. ონლაინ აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://gradnet.kr/kdis/main გაცნობებთ, რომ 27 აგვისტოს დაგეგმილია […]
