საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის ან სწავლის გამოცდილება;
- გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე;
- საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგი სააპლიკაციო საბუთები მისამართზე IRO@iliauni.edu.ge:
- რეზიუმე (CV);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


