ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტროპიკული აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტუდენტებისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: სამაგისტრო საფეხურზე: https://bit.ly/3BUcuTD სადოქტორო საფეხურზე: https://bit.ly/3P1PUeF 2023-2024 აკადემიური წლისთვის, მოცემულ პროგრამებზე სასწავლებლად, შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. სტიპენდიები გამოყოფილია ჩეხური და ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბერი. სტიპენდიის […]

შვეიცარიის მთავრობის კვლევითი სტიპენდიები

შვეიცარიის მთავრობა 2023/24 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების მისაღებად. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა არის 2022 წლის 25 ნოემბერი. შემოთავაზებული სტიპენდიებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2WzpDsB ან იხილეთ დანართი 1, დანართი 2, დანართი 3. 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]

“პოზნანის WSB უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა”

WSB უნივერსიტეტი პოზნანში ორგანიზებას უწევს სტუდენტურ საზაფხულო სკოლას შემდეგი მიმართულებებით: კრეატიულობა და ანტრეპრენერული მსოფლმხედველობა კომუნიკაცია, მულტიკულტურული და მენეჯერული კომპეტენციები დარწმუნება, კონფლიქტის მოგვარება და გადაწყვეტილების მიღება თვითორგანიზება და პროექტის მენეჯმენტი ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა და პროექტის გუნდური მენეჯმენტი გარდა ამ სპეციალიზირებული ტრენინგებისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოლონურ კულტურას Welcome to Poland კურსის დახმარებით. საზაფხულო სკოლა 19-23 სექტემბერს […]

ტუშის უნივერსიტეტის სტიპენდიები სადოქტორო პროგრამებისათვის

ტუშის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებისათვის შემდეგი მიმართულებებით: ევროპული და გლობალური საბაზრო სამართალი: კრიზისი, უფლებები, რეგულაცია; ეკოლოგია და გარემოს რესურსების მდგრადი მართვა; ეკონომიკა, მენეჯმენტი და რაოდენობრივი მეთოდები; ენერგიისა და გარემოს ინჟინერია; ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა; მეცნიერება, ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია მდგრადობისათვის. სადოქტორო პროგრამაზე წარმატებით ჩარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 80-ზე მეტ სტიპენდიას. სადოქტორო პროგრამების ხანგრძლივობა სამი […]

სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის სტიპენდია 2022-2023 აკადემიური წლისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტს (UACS) შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, აღნიშნული უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას 2022-2023 აკადემიური წლისთვის. სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია და ბიზნესის ადმინისტრირება. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი. 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიებს 2023-2024 აკადემიური წლისთვის. სტიპენდიები გამოყოფილია ჩეხური და ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა, სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა. სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბერი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3z4aCV1 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]

ვაისერის პროფესიული განვითარების სტიპენდია

მიჩიგანის უნივერსიტეტის რონალდ და ეილინ ვაისერების ევროპისა და ევრაზიის ცენტრი აცხადებს კონკურსს ვაისერის პროფესიული განვითარების პროგრამაზე განაცხადების მისაღებად. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება მიჩიგანის უნივერსიტეტში მოკლევადიანი (4-6 კვირა) კვლევითი ვიზიტისათვის. სტიპენდია ანაზღაურებს ორმხრივი მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ყოველდღიურ ხარჯებს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი. სააპლიკაციო დოკუმენტებისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია […]

შეხვედრა პოლონეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ

14 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E304 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პოლონეთში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, რომელსაც გაუძღვება სილეზიის უნივერსიტეტის პოლონური ენისა და კულტურის სკოლის ლექტორი მაგდალენა კნაპიკი, განხილული იქნება სილეზიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და სასტიპენდიო შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხება უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პოლონური ენის უფასო კურსებს, სტაჟირებებსა და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. დასწრება თავისუფალია. 2022 წელი   […]

იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2022-2023 აკადემიური წლისთვის

დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის 2022-2023 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მისაღებად. სტიპენდიები ითვალისწინებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსებს, სამეცნიერო კვლევით პროგრამებსა და იტალიური ენისა და კულტურის კურსებს. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ პორტალზე: https://studyinitaly.esteri.it/ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა […]

იაპონიის მთავრობის სტიპენდიები 2023 წლისთვის

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის აცხადებს სტიპენდიას იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში 2023 წლისთვის. პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან: საბაკალავრო პროგრამა: https://bit.ly/3kiJnz8 მკვლევრების პროგრამა: https://bit.ly/3MGZy5H მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში 2022 წლის 24 ივნისამდე. * კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ […]