ნანტის უნივერსიტეტის ინიციატივა პოსტდოქტორანტებისთვის

ნანტის უნივერსიტეტი პოსტდოქტორანტებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაიარონ ტრენინგი მარი სკლადოვსკა-კიურის (MSCA) პროგრამისთვის განაცხადის მოსამზადებლად. ეს გულისხმობს 27 ივნისიდან 15 ივლისამდე საფრანგეთში 2-დღიან ვიზიტს, რომლის დროსაც შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ პოტენციურ ხელმძღვანელებთან შეხვედრისა და პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა. ვიზიტი დაფინანსებულია და შეადგენს 2000 ევრომდე გრანტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მოიცავს მგზავრობის, საცხოვრებლისა და საარსებო ხარჯებს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა […]
ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მდგრადი ბიომასისა და ბიოპროდუქტების ინჟინერიაში

გამოცხადდა კონკურსი ერასმუს მუნდუსის 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებად. პროგრამა შემუშავებულია და ხორციელდება SBBE (Sustainable Biomass and Bioproducts Engineering) კონსორციუმის მიერ, რომელიც შედგება 3 უნივერსიტეტისგან: ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და ლაპეენრანტას ტექნიკური უნივერსიტეტი (ფინეთი). პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 20 სტიპენდია და დაფინანსებულია როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები. განაცხადის წარდგენის […]
ერასმუს მუნდუსის ევროკულტურის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

Erasmus Mundus Master of Arts Euroculture წარმოადგენს 2-წლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ევროპული საზოგადოების, კულტურისა და პოლიტიკის შესწავლაზე გლობალურ კონტექსტში. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო საფეხურზე ევროპის რვა უნივერსიტეტში და იაპონიის, აშშ-ის, მექსიკისა და ინდოეთის ოთხ უნივერსიტეტში. ევროკულტურის სტუდენტები ისწავლიან კონსორციუმის მინიმუმ 2 უნივერსიტეტში და სწავლის დასრულების შემდგომ მიიღებენ ერთობლივ სამაგისტრო […]
ესტონეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2022-2023 აკადემიური წლისთვის

გამოცხადდა კონკურსი ესტონეთის ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამაზე მისაღებად სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. საზაფხულო კურსები სტუდენტებისთვის სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურდება მოკლევადიანი კურსის საფასური (500 ევრომდე), ხოლო საცხოვრებელი ხარჯებისათვის უზრუნველყოფილია დღეში 25 ევროს ოდენობის სტიპენდია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; კურსების ხანგრძლივობა: 1-4 კვირა; განაცხადების მიღების პერიოდი: 01.04.2022-01.05.2022. გრანტი მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის თუკი […]
ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

31 მარტს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ ფარგლებში არსებული გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმის საშუალებით: https://bit.ly/3DpT9II Meeting ID: 828 8625 0150Passcode: 142742 დამატებითი კითხვების ან ინდივიდუალური კონსულტაციის საჭიროებისას მოგვმართეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური☏ 995 322 220009-367 erasmusplus@iliauni.edu.ge 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]
სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია

სლოვაკეთის რესპუბლიკა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cdv.uniba.sk/ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია […]
სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ჩინეთის კვლევებში

ჟენმენის უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის სკოლა (სუჭოუ, ჩინეთი) აცხადებს მიღებას სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამაზე თანამედროვე ჩინეთის კვლევებში (Master of Contemporary Chinese Studies). პროგრამა ორწლიანია და აერთიანებს 4 სპეციალიზაციას: ჩინეთის პოლიტიკა, ჩინეთის ეკონომიკა, ჩინური სამართალი და ჩინური კულტურა. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ჩინეთის ჟენმენის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი და მიენიჭებათ სამართლის მაგისტრის ხარისხი. სწავლების ენა: ინგლისური განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა […]
საინფორმაციო შეხვედრა პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ

22 მარტს, 18:00 საათზე, პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნინო შოშიაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის CERGE-EI-ის სასწავლო შესაძლებლობების შესახებ. CERGE-EI ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი სამუშაო ადგილია; ინსტიტუტი გთავაზობთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ეკონომიკის მიმართულებით. შეხვედრაზე განხილული იქნება CERGE-EI-ის […]
სტეფან ბანაჩის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთში

პოლონეთის ეროვნული სააგენტო აკადემიური გაცვლითი პროგრამებისათვის აცხადებს მიღებას პოლონურ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: ინჟინერია და ტექნიკური მეცნიერებები; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები. გრანტით გათვალისწინებულია როგორც პოლონური ენის კურსების, ისე ყოველთვიური ხარჯების უზრუნველყოფა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მარტი. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3uljaEX 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]
სტაჟირება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრ უნივერსიტეტებში

გამოცხადდა კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრ უნივერსიტეტებში პროფესიული სტაჟირების გავლის მიზნით ფრანკოფონი სტუდენტებისთვის. სტაჟირების ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 1-დან 3 თვემდე 2022 წლის 18 აპრილიდან ამავე წლის 17 დეკემბრამდე. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებულია ჯანმრთელობის დაზღვევისა და სატრანსპორტო ხარჯები; ასევე გამოყოფილია ყოველთვიური სტიპენდია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: გაეცნოთ პროფესიული სტაჟირების 2022 წლის საპრეზენტაციო დოკუმენტს; შეავსოთ ონლაინაპლიკაციის ფორმა, […]
