სასწავლო პროგრამები ლიეტუვაში

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს კონკურსს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე. სამაგისტრო პროგრამებისა და ინტეგრირებული კვლევების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ […]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

2 მარტს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ ფარგლებში არსებული გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმის საშუალებით: Join Zoom Meeting: https://bit.ly/3pKEa6z Meeting ID: 894 6106 7061 Passcode: 513236 დამატებითი კითხვების ან ინდივიდუალური კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ:  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ☏ 995 322 220009-367  erasmusplus@iliauni.edu.ge 2022 წელი [wpai_display_imported_files_here]

ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები

განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი (კლაიპედა, ლიეტუვა) აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიის ფარგლებში საზაფხულო კურსებზე სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურis სტუდენტები, ლექტორები და მკვლევრები მიიღებენ 630 ევროს ოდენობის სტიპენდიას. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც: ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე […]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

24 თებერვალს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ ფარგლებში არსებული გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობათა შესახებ. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმის საშუალებით: Join Zoom Meeting https://bit.ly/3JEQix6 Meeting ID: 853 5880 5193 Passcode: 931853 დამატებითი შეკითხვების ან ინდივიდუალური კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ:  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ☏ 995 322 220009-367  erasmusplus@iliauni.edu.ge 2022 წელი   […]

Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის

18 თებერვალს, პარასკევს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ ფარგლებში არსებული გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმის საშუალებით: Join Zoom Meeting: https://bit.ly/3GTYVlZ Meeting ID: 840 2344 5407Passcode: 974065 დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მოგვმართეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური☏ 995 322 220009-367 erasmusplus@iliauni.edu.ge 2022 […]

სრულად დაფინანსებული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ფიზიკაში

რომის საპიენცის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად ერაზმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ფიზიკის მიმართულებით. სტიპენდიის რაოდენობა: 20 (თვეში 1400 ევრო 2 წლის განმავლობაში) The QUARMEN (QUAntum Research Master-level Education Network) სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია კვანტურ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე. პროგრამა ისწავლება 4 უნივერსიტეტის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, ესენია: პარიზის საკლეის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), რომის საპიენცის უნივერსიტეტი (იტალია), პორტოს უნივერსიტეტი […]

რეგიონული კონკურსი „კარგი იდეების სტარტაპად გარდაქმნა“ ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მეწარმეობისა და დასაქმების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში აცხადებენ კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ფრანკოფონების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა/გაძლიერება. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მაქსიმუმ 5 ფრანგულენოვანი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი; კონკურსის პერიოდში ირიცხებოდნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრ უნივერსიტეტებში (auf.org/les_membres/nos-membres/); ფლობდნენ ფრანგულ ენას მინიმუმ B1 […]

ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია

ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია ხორციელდება რუმინეთის მთავრობისა და ფრანკოფონიის ფონდის მხარდაჭერით და დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ 3-თვიანი კვლევითი ვიზიტი რუმინეთის 33 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში. განაცხადის წარდგენა მოიცავს ორ ეტაპს – პრერეგისტრაციის ეტაპზე კანდიდატმა შესაბამისი რუმინული უნივერსიტეტისგან უნდა მოიპოვოს მიღების წერილი; პრერეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა წარადგინოს დასრულებული აპლიკაცია 2022 წლის […]

გაეროს საერთაშორისო სამართლის სტაჟირების პროგრამა

საერთაშორისო სამართლის სტაჟირების პროგრამა ორგანიზებულია გაეროს იურიდიულ საკითხთა ოფისის კოდიფიკაციის განყოფილების მიერ. პროგრამა კვალიფიციურ კანდიდატებს, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სამთავრობო მოხელეებსა და საერთაშორისო სამართლის მასწავლებლებს, შესაძლებლობას აძლევს გაიღრმაონ ცოდნა გაეროს საერთაშორისო სამართლისა და სამართლებრივი საქმიანობის მიმართულებით. სტაჟირების პროგრამა მოიცავს ლექციებსა და სემინარებს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, აგრეთვე სესიას ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. აღნიშნული მიმდინარეობს ინტერაქტიული სემინარებისა […]

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიები

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მისაღებად 2022/2023 აკადემიური წლისთვის. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გაგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებგვერდის საშუალებით:https://bit.ly/3GuAKKv  2022 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე. დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3J2WkHy 2022 წელი       […]