თურქეთის სამთავრობო სტიპენდიები

თურქეთის მთავრობა საქართველოში მცხოვრებ თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები და გამოყოფილია ყოველთვიური სტიპენდია. გარდა ამისა, შერჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ თურქულის ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა განაცხადი […]

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023″ ხორციელდება საფრანგეთის მთავრობასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ. პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, […]

უკრაინის სამთავრობო სტიპენდიები

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს 2022-2023 აკადემიური წლისათვის სთავაზობს 5 სახელმწიფო სტიპენდიას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს როგორც ყოველთვიურ გრანტს, ასევე სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯების ანაზღაურებას. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგი მიმართულებებით: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და ტექნიკური მეცნიერებები. აპლიკანტებმა დანართში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარადგინონ 2022 წლის […]

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამები 2022-23 აკადემიური წლისთვის

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი მკვლევრებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: ლეინ კირკლანდის სტიპენდია ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთის აკადემიური გაცვლის სააგენტოს, NAWA-ის, მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. პროგრამა განკუთვნილია 40 წლამდე ასაკის […]

იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა 2022-23 აკადემიური წლისათვის

იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2022-2023 აკადემიური წლისათვის ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ სფეროებში. სამიზნე ორგანიზაციებია: ფინანსთა სამინისტრო; ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განვითარების პროექტებთან დაკავშირებული სხვა საჯარო დაწესებულებები ან/და კერძო ორგანიზაციები. სტიპენდიასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3KamyJC განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა […]

რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2022-2023 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ რუმინულად, სადოქტორო საფეხურზე კი – როგორც რუმინულ, ასევე სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრულ უცხო ენაზე. აპლიკანტს, რომელიც რუმინულ ენას არ ფლობს, სწავლის დაწყებამდე შეუძლია […]

FaRiG სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისთვის

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. 2022 FaRiG სამეცნიერო გრანტი ქართველი მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე. 2022 FaRiG სიმონ ზაზაძის […]

კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის შემსწავლელი სასტიპენდიო პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის

გამოცხადდა კონკურსი კატარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ არაბული ენის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამაზე Arabic Program for Non-Native Speakers. სტიპენდიის რაოდენობა: 2 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 18-დან 40 წლამდე; გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული სტიპენდია აღნიშნულ პროგრამაზე; მინიმუმ საბაზისო დონეზე უნდა ფლობდეს არაბულ ენას […]

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სტიპენდია აკადემიური პერსონალისათვის

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს მოწვეული აკადემიური პერსონალის პოზიციაზე სოციალური მეცნიერებების მიმართულებით 2022-2023 აკადემიური წლისთვის. კონკურსი გამოცხადებულია მოწვეული აკადემიური პერსონალის გლობალური პროგრამის (Sciences Po Visiting Faculty Global Program) ფარგლებში და მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სემესტრამდე პერიოდს (მინ. 6 კვირა). ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ყოველთვიური სტიპენდიის მოცულობა: 4.000 ევრო (გადასახადების შემდგომ) განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა […]

ბერლინის კოპერნიკის საერთაშორისო ბრწყინვალების სტიპენდია

ბერლინის კოპერნიკის ასოციაცია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საერთაშორისო ბრწყინვალების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი აკადემიური მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის და მონაწილეებს საშუალებას აძლევს, 6 თვე გაატარონ გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ ან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებში. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, აპლიკანტი ფლობდეს გერმანულ ენას მინიმუმ B1 დონეზე ან ინგლისურ ენას […]