მანფრედ ვიორნერის სახელობის სტიპენდია

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ნატოს გარდაცვლილი გენერალური მდივნის, მანფრედ ვიორნერის პატივსაცემად გასცემს მანფრედ ვიორნერის სახელობის სტიპენდიას. სტიპენდია გაიცემა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა მეცნიერების, ასევე სამეცნიერო განათლების მქონე ოფიცრებისთვის. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 2 000 ევროს. სტიპენდიის რაოდენობა: 1 სტიპენდიის ხანგრძლივობა: მაქს. 12 თვე კანდიდატს, რომელსაც უსარგებლია მანფრედ ვიორნერის სახელობის სტიპენდიით, განაცხადის მეორედ შეტანის უფლება არ აქვს. განაცხადის […]
საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში, ნათია ნანავა ონლაინ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ამ დროისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 50-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 აკადემიური მიმართულებით. შეხვედრა გაიმართება დისტანციურად Zoom-ის საშუალებით: https://bit.ly/3yfLPgb Meeting ID: 979 4222 0404 Passcode: 775839 […]
ჩინეთის ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ერთწლიანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა

გამოცხადდა კონკურსი ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (International Master of Public Health Program) ჩინეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს წვლილის შეტანას განვითარებად სამყაროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ლიდერების ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობით. პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზეა. ჩინეთის მთავრობის ეს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩინეთის განათლების სამინისტროსთან ერთად ფარავს […]
ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები 2022-2023 აკადემიური წლისათვის

დაიწყო განაცხადების მიღება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: ფრანც ვერფელის სახელობის სტიპენდია უნივერსიტეტის ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, რომლებიც გერმანულ ენას ან ავსტრიულ ლიტერატურას ასწავლიან. სტიპენდია განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებების, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროს წარმომადგენლებისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, პოსტდოქტორანტებსა და მკვლევრებს. პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 9 თვემდე ყოველთვიური სტიპენდია: 1150 ევრომდე რიჩარდ პლაშკას სახელობის სტიპენდია სტიპენდია […]
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის 50-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 აკადემიური მიმართულებით. თითოეულ კანდიდატს განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ხუთი აკადემიური პროგრამისათვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/31Dacb8 განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო (მიუხედავად იმისა, რამდენ პროგრამაზე შეგაქვთ განაცხადი). მათთვის, […]
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს კონკურსი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

გამოცხადდა კონკურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-ის მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტით SDG Global Leader JFY (2021-2023) გათვალისწინებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღებად. პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მომზადება, რაც გულისხმობს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლას. JICA-ს საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 ნოემბერი. დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ […]
ამერიკის შეერთებული შტატების საზაფხულო ინსტიტუტის გაცვლითი პროგრამა სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს განაცხადების მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების საზაფხულო ინსტიტუტის (SUSI) ინტენსიურ აკადემიურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ხანგრძლივობა: 5 კვირა, ივნისი-ივლისი 2022 წ. პროგრამა მოიცავს სემინარებს, ლექციებს, ჯგუფურ პრეზენტაციებს, კულტურულ სესიებსა და სხვა აკადემიურ აქტივობებს. განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: მოქალაქეობა, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური ლიდერობა, სამოქალაქო უფლებები, განათლება და სხვ. დაფინანსებულია […]
პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ეკონომიკური კვლევისა და სამაგისტრო განათლების ცენტრი – ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკის, ეკონომიკური კვლევებისა და გამოყენებითი ეკონომიკის მიმართულებით. ინსტიტუტი დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს ნაწილობრივი თანადაფინანსების შესაძლებლობებს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ თითოეული პროგრამის ბროშურას. ეკონომიკური კვლევის სამაგისტრო პროგრამა გამოყენებითი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა გამოყენებითი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 […]
EPOS-ის სასწავლო სტიპენდია

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) 2022/23 აკადემიური წლისათვის აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე „განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის” (EPOS). პროგრამა განკუთვნილია იმ უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის, რომელთაც აქვთ მინიმუმ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება და დაინტერესებულნი არიან გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლით. სტიპენდიის ოდენობა კურსდამთავრებულთათვის შეადგენს ყოველთვიურად 861 ევროს, ხოლო დოქტორანტებისთვის – […]
ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდის სტიპენდიები

ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2022/2023 აკადემიური წლისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ისევე როგორც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ახალგაზრდა მკვლევართათვის. 2022/2023 აკადემიურ წელს გასცემს 15 სტიპენდიას, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1,100 ევროს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის – 1,630 ევროს. განაცხადის წარდგენის […]
