საინფორმაციო ღონისძიებების განრიგი ERASMUS+ მიმდინარე კონკურსის ფარგლებში

2021 წლის 11 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აქტიური იქნება კონკურსი პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად. ამასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური კონკურსის განმავლობაში ორგანიზებას უწევს ონლაინსაინფორმაციო ღონისძიებებს. დამატებითი ინფორმაცია კონკურისის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3AwH0yo განრიგი _____________________________________________________________________________________________ Erasmus+ hour – ინდივიდუალური ონლაინკონსულტაცია დრო: 11 ოქტომბერი, 12:00-14:00 საათი შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3DzENnG Meeting ID: 833 […]
კონკურსი სტუდენტებისათვის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის გამოცხადდა კონკურსი ევროპის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის განხორციელების მიზნით. დეტალური ინფორმაცია მიმდინარე კონკურსების შესახებ იხილეთ: https://bit.ly/3v6kwmT განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1 ნოემბერი, 15:00, 2021 კონკურსის მიმდინარეობისას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო აქტივობების განრიგი იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით. ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3BGydv2 გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების […]
ტარტუს უნივერსიტეტის მოკლევადიანი ონლაინკურსი Educational Change in Times of Rapid Technological Innovation

ტარტუს უნივერსიტეტი ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო ონლაინკურსს „განათლების ცვლილება სწრაფი ტექნოლოგიური ინოვაციების ხანაში“. პროგრამა 2021 წლის 1 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გრძელდება. კურსი კონცენტრირებულია თანამედროვე განათლების გამოწვევების გამოკვლევაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სწავლებისა და სწავლის მეთოდების ახლებურ წარმოდგენას ციფრული ტრანსფორმაციებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების კონტექსტში. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3AqfyCp კურსისთვის, რომლის საფასურია 250 ევრო, სტიპენდიის მოპოვება […]
MEET UP! – ახალგაზრდები პარტნიორობისათვის 2022-23

MEET UP! – ორგანიზაციის „ახალგაზრდები პარტნიორობისთვის“ (Youth for Partnership) მიერ დაფინანსებული პროგრამა, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ევროპელთა შორის ურთიერთობების განმტკიცებას; პროგრამა კონცენტრირებულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც მოიაზრებენ ახალგაზრდათა ერთობლივ მუშაობას შემდეგ საკითხებზე: ხსოვნის კულტურა (Culture of Remembrance); ახალგაზრდების მონაწილეობა (Youth participation) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (UN sustainable development goals). პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ 14-დან 35 […]
შვეიცარიის სამთავრობო სტიპენდიები

შვეიცარიის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2022-23 აკადემიური წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოცხადებულია მიღება შემდეგი პროგრამებისათვის: სადოქტორო საფეხურის სტიპენდია – ითვალისწინებს 12-დან 36 თვემდე პერიოდით შვეიცარიულ უნივერსიტეტში სრული დატვირთვით სწავლას; პოსტ-სადოქტორო სტიპენდია – ითვალისწინებს 6-დან 12-თვემდე კვლევით ვიზიტს შვეიცარიულ უნივერსიტეტში; კვლევითი სტიპენდია – ითვალისწინებს 6-16 თვემდე კვლევით ვიზიტს შვეიცარიულ უნივერსიტეტში (სარგებლობა შეუძლიათ მიმდინარე სადოქტორო საფეხურის სტუდენტებსაც). დეტალური […]
INHA-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ილიაუნიში

12 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ქალბატონ ნინო დობორჯგინიძესა და ინჰას უნივერსიტეტის (სამხრეთი კორეა) გლობალური განათლების პროექტების ჯგუფის დეკანს, პროფ. იუნგ ჰო კიმს შორის. შეხვედრაზე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები კორეული ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის, ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრამების განვითარებისა და დოქტორანტურის საფეხურზე თანამშრომლობის შესახებ. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების […]
ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდია 2022-23 სასწავლო წლისათვის

ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიის ფარგლებში 2022-23 აკადემიური წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 22 სრული სტიპენდია, აქედან 12 განკუთვნილია სასწავლო პროგრამებისთვის ჩეხურ ენაზე, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის. სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი აკადემიური მიმართულებებით: ინჟინერია/მშენებლობა ეკონომიკა/ფინანსები სოფლის მეურნეობა მათემატიკა/სტატისტიკა ინფორმაციული ტექნოლოგიები გარემოს დაცვა ენერგეტიკა დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://bit.ly/3s2U4ck 2021 წელი […]
კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისათვის

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2021/22 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის განხორციელებისათვის. მობილობის პერიოდი: 5 თვე სასწავლო მიმართულება: აგრონომია; მეტყევეობა; ვეტერინარია (მომიჯნავე ინტერდისციპლინური მეცნიერებები) კურსების კატალოგი სტიპენდიის მოცულობა: ყოველთვიური სტიპენდია – 800 EUR სამგზავრო ხარჯებისათვის – 360 EUR კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი […]
ევროკავშირის თვინინგის პროექტის ტრენინგი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

ევროკავშირის თვინინგის პროექტის „ინტერსექტორალური თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ და პროექტის ბენეფიციარის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 13-14 ივლისს, 13:00 საათზე, ჩატარდება ონლაინტრენინგი: Pathway towards the international networks and leadership of international projects consortia. ტრენინგი განკუთვნილია ქართული უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. სემინარებს გაუძღვებიან ევროკავშირის გამოცდილი ექსპერტები ავსტრიიდან. ტრენინგზე განხილული იქნება […]
სტეფან ბანაჩის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთში

პოლონეთის ეროვნული სააგენტო აკადემიური გაცვლითი პროგრამებისათვის აცხადებს მიღებას პოლონურ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: ინჟინერია და ტექნიკური მეცნიერებები; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები. გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც პოლონური ენის კურსების, ისე ყოველთვიური ხარჯების უზრუნველყოფა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივნისი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3xvoDJg [wpai_display_imported_files_here]
