ყაზახეთის სახელმწიფო სტიპენდიები

ყაზახეთის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მიღება 2021/22 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურდება სწავლის საფასური და გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულია მასპინძელ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივლისი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყაზახურ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. დეტალური ინფორმაციისათვის […]
ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის სამაგისტრო საფეხურზე სწავლისთვის სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამისათვის. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ივლისი. დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2SJxt7b [wpai_display_imported_files_here]
ტალინის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

ტალინის უნივერსიტეტის მართვის, სამართლისა და საზოგადოების სკოლა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად. სასტიპენდიო პროგრამზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით: ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში; საერთაშორისო ურთიერთობები; სოციალური მეწარმეობა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივლისი. დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3zuAUzk […]
2022 წლის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

თუ ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და პოლიტიკა გაინტერესებთ, გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში დაინტერესებულ ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. პროგრამა გრძელდება 2022 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე. განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 ივლისამდე მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტის […]
ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის სტიპენდია სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამთვიანი კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას. სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. ვიზიტი შესაძლებელია 2021/22 აკადემიური […]
ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის საზაფხულო ონლაინსკოლა

ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის Erasmus+ ოფისი პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო ონლაინსკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა ორიენტირებულია პროექტის მენეჯმენტზე. აქტივობები გაიმართება 2021 წლის 12-16 ივლისს დისტანციურად. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის უფასოა. პროგრამის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით. დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინონ 2021 წლის 15 ივნისამდე მოცემული ბმულის გამოყენებით: https://forms.office.com/r/1KPRkReqqt. [wpai_display_imported_files_here]
საინფორმაციო შეხვედრა ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტისათვის მიმდინარე კონკურსის შესახებ

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 19 მაისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისათვის მიმდინარე კონკურსის შესახებ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის საშუალებით: https://bit.ly/33Qu6gQ Meeting ID: 848 1924 9306 Passcode: 260492 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური☏ 995 322 220009-367✉ erasmusplus@iliauni.edu.ge 2021 წელი [wpai_display_imported_files_here]
კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტისათვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით. მობილობის ხანგრძლივობა: მობილობა სწავლების მიზნით – 4 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის) მობილობა ტრენინგის მიზნით – 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის) სტიპენდიის რაოდენობა: ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR სამგზავრო ხარჯებისათვის – 530 EUR სამუშაო […]
საერთაშორისო ფორუმი„მწვანე ტალანტები 2021“

გამოცხადდა მიღება კონკურსისთვის „მწვანე ტალანტები 2021“. გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტრო 2009 წლიდან ატარებს საერთაშორისო ფორუმს მდგრადი განვითარების შესახებ – “Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development”, რათა ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების საერთაშორისო დონეზე გაცვლას. კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: აპლიკანტი უნდა იყოს მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (არა უმეტეს 3 წლისა); […]
საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 29 მარტს, ორშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს: კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალიადოლიდის უნივერსიტეტისათვის (ესპანეთი); კონკურსი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ოსტრავას უნივერსიტეტისათვის (ჩეხეთის რესპუბლიკა); კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, […]
