გაცნობებთ, რომ 2021 წლის 19 მაისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისათვის მიმდინარე კონკურსის შესახებ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი
შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის საშუალებით: https://bit.ly/33Qu6gQ
Meeting ID: 848 1924 9306
Passcode: 260492
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ:
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
☏ 995 322 220009-367
✉ erasmusplus@iliauni.edu.ge
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


