კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის“Short-term Studies” ფარგლებში ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტისათვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის Short-term Studies პროგრამის ფარგლებში მობილობის განხორციელების მიზნით. მობილობის დეტალები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; მობილობის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ და/ან ლიეტუვურ ენებზე; მობილობის მიმართულება შეზღუდული არ არის; მიკოლას რომერის უნივერსიტეტის კურსების კატალოგი და ყველა ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ფინანსური უზრუნველყოფა: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის […]
კონკურსი და საინფორმაციო შეხვედრა – „STEM კვლევისა და დიპლომისშემდგომი განათლების მხარდაჭერა საქართველოში“

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისათვის გამოცხადდა სადოქტორო კვლევის მხარდაჭერის პროგრამა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ახორციელებსსან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განმტკიცებას; ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობის შესაძლებლობის საერთაშორისო დონეზე გაზრდას; ქართველ და ამერიკელ აკადემიკოსებსა და მკვლევრებს შორის ურთიერთობის გაზრდას და ქართველ მეცნიერთა ხელმძღვანელობასა და […]
საინფორმაციო შეხვედრა პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლო შესაძლებლობების შესახებ

16 მარტს, 18:00 საათზე, პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის (CERGE-EI) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნინო შოშიაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის CERGE-EI-ში არსებული სასწავლო შესაძლებლობების შესახებ. CERGE-EI ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი სამუშაო ადგილია; ინსტიტუტი ეკონომიკის მიმართულებით გთავაზობთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. პროგრამებზე მიღებული კანდიდატებისთვის სწავლა იქნება უფასო, ამასთან პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია […]
Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა

გაცნობებთ, რომ 20 თებერვალს, შაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის საშუალებით. შეხვედრის დეტალები იხილეთ აქ: Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/81878330527?pwd=b0FLRGhGRGh5eDZyMXVKVGV6c21HUT09 Meeting ID: 818 7833 0527 Passcode: 199592 საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge [wpai_display_imported_files_here]
ISFiT საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი ტრონჰეიმში

ISFiT, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტრონჰეიმში იმართება, ასობით სტუდენტს აერთიანებს; ფესტივალის მიზანია სტუდენტებისათვის ისეთი ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ ახალი პერსპექტივების შეძენასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება. ISFiT21 მიმდინარე წლის 11-დან 22 თებერვლამდე გაიმართება. მისი მთავარი თემაა „ცოდნის შექმნა“. ფესტივალზე განხილული იქნება ცოდნის შექმნის პროცესისათვის სტუდენტების შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების როლი. ფესტივალის კულტურულ […]
ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები

ლატვიის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მიღება 2021/22 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია ნებისმიერი აკადემიური საფეხურის სტუდენტს სწავლის და სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს კვლევის მიზნით. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა სასწავლო მობილობა შესაძლებელია 10 თვემდე პერიოდით, ხოლო სადოქტორო საფეხურზე – 11 თვემდე. სტიპენდიით ანაზღაურდება საცხოვრებლის ხარჯები და გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის – 500 […]
ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია

ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია რუმინეთის მთავრობისა და ფრანკოფონიის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ 3-თვიანი კვლევითი ვიზიტი რუმინეთის 28 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში. დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ფრანგულ ენაზე ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2LP3UOf განაცხადის წარდგენა ორი ეტაპისგან შედგება: პრერეგისტრაციის ეტაპზე კანდიდატმა შესაბამისი რუმინული უნივერსიტეტისგან უნდა მოიპოვოს მიღების წერილი; მას შემდგომ, რაც კანდიდატი დაასრულებს […]
ოქსფორდის ნიზამი განჯევის ცენტრის კვლევითი სტიპენდია

ოქსფორდის ნიზამი განჯევის ცენტრი აზერბაიჯანის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ისტორიის, ენისა და კულტურის მკვლევართათვის აცხადებს მიღებას 1-სემესტრიანი კვლევითი ვიზიტისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიწვეულ მკვლევარს საშუალება ექნება, განახორციელოს ინდივიდუალური კვლევითი პროექტი, ისარგებლოს ოქსფორდის ბიბლიოთეკის, ორიენტალური კვლევებისა და ნიზამი განჯევის ცენტრის რესურსებით. პროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს დოქტორის ხარისხს მისი კვლევის შესაბამის სფეროში. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია როგორც ყოველთვიური […]
ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამები

ლეინ კირკლანდის ფონდი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტების შესაძლებლობას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ამჟამად ფონდი აცხადებს მიღებას 2021/22 სასწავლო წლისათვის შემდეგი სასტიპენდიო პროგრამებისათვის: 1.კირკლანდის კვლევითი პროგრამა – პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45-წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას; ამასთან, კანდიდატს […]
პროფ. რიჩარდ პაიპსის ლაბორატორიის სტიპენდია მკვლევართათვის

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის რიჩარდ პაიპსის ლაბორატორია აცხადებს მიღებას მკვლევართა სასტიპენდიო პროგრამისათვის. სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია იმ მკვლევრებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან XX-XXI საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მიგრაციისა და გადასახლებების პრობლემებით. პროგრამა სტიპენდიის მფლობელს საშუალებას აძლევს, 2 კვირიდან 1 თვემდე ისარგებლოს პროფ. რიჩარდ პაიპსის ბიბლიოთეკით, რომელიც რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შესახებ […]
