ყატარის უნივერსიტეტის სტიპენდია

ყატარის უნივერსიტეტის სტიპენდიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს მიღებას 2021/22 აკადემიური წლისათვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე Arabic Program for Non-native Speakers (ANNS). 1-წლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილია 2 სტიპენდია, რომლებიც მოიცავს ვიზისა და ცხოვრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ, სწავლის საფასურისა და სასწავლო მასალების ხარჯებს, ორმხრივ ავიაბილეთს, დაზღვევის ხარჯებს, საერთო საცხოვრებლის უზრუნველყოფას (კვებით) და ყოველთვიურ […]

საინფორმაციო სესიების ციკლი ევროპაში სწავლის შესაძლებლობების შესახებ

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ევროპაში მისი პარტნიორი უნივერსიტეტები ორგანიზებას უწევენ ონლაინსაინფორმაციო სესიების ციკლს, რომლის ფარგლებშიც ცენტრისა და ამ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ლექტორები და კურსდამთავრებულები გაგაცნობენ თავიანთ უნივერსიტეტებს, იქ ჩაბარებისა და სწავლის შესაძლებლობებს, გაუძღვებიან სხვადასხვა თემატურ ლექციასა და ვორქშოფს (მაგალითად, როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, როგორ შევადგინოთ რეზიუმე/ავტობიოგრაფია, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის და ა. შ.) და მოგაწვდიან ინფორმაციას ზოგადად […]

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის 50 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 აკადემიური მიმართულებით. თითოეულ კანდიდატს განაცხადის წარდგენა მაქსიმუმ ხუთი აკადემიური პროგრამისათვის შეუძლია. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, პირველ ყოვლისა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის: https://bit.ly/3ewuOnW, ხოლო საბაკალავრი პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის: https://bit.ly/32lToTD. […]

ბერლინის კოპერნიკის საერთაშორისო ბრწყინვალების სტიპენდია (IES)

ბერლინის კოპერნიკის ასოციაცია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საერთაშორისო ბრწყინვალების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლინგვისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის და აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, 6 თვე გაატარონ გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ ან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი საფეხურის ჰუმანიტარული ან ლინგვისტიკის მიმართულების იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას […]

საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა „ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია – 2021″

საფრანგეთის მთავრობა 2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას „ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია – 2021“. ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვე) შემდეგი მიმართულებებით: მაგისტრატურის საფეხურისთვის სამართალი; ეკონომიკა და მართვა; პოლიტიკური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები. დოქტორანტურის საფეხურისთვის საინჟინრო და ზუსტი მეცნიერებები; მათემატიკა; ფიზიკა; ნანო და ბიოტექნოლოგიები; დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები; ქიმია […]

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამები

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი აცხადებს მიღებას შემდეგი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში: ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია – განკუთვნილია პოსტდოქტორანტებისა და გამოცდილი მკვლევრებისათვის; სტიპენდია მოიცავს კვლევით ვიზიტს გერმანიაში 6-დან 24 თვემდე პერიოდით. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://bit.ly/31LvYXs გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია – განკუთვნილია პოსტდოქტორანტებისა და გამოცდილი მკვლევრებისათვის განვითარებადი ან გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებიდან; სტიპენდია მოიცავს კვლევით ვიზიტს გერმანიაში 6-დან […]

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

პრაღის ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკისა და გამოყენებითი ეკონომიკის მიმართულებით. ინსტიტუტი დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს ნაწილობრივი თანადაფინანსების შესაძლებლობებს. საბუთების გაგზავნის ბოლო ვადას გამოყენებითი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამისათვის 2020 წლის 30 ნოემბერი, ხოლო სხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის – 2021 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.cerge-ei.cz [wpai_display_imported_files_here]

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) კონკურსი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ცხადდება კონკურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-ს მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტის “SDG Global Leader JFY (2021-2023)” ფარგლებში გათვალისწინებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად. პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მომზადება, რაც გულისხმობს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლას. JICA-ს საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2020. განაცხადის წარდგენის, შეთავაზებული პროგრამისა და საკონტაქტო […]

ბერლინის სამხარეო ფონდის სტიპენდიები

ბერლინის სამხარეო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2021/2022 აკადემიური წლისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევართათვის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2020/2021 აკადემიური წლისათვის ფონდი გასცემს 15 სტიპენდიას, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1,100 EUR-ს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის 1,630 EUR-ს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი. პროგრამის ხანგრძლივობაა 1 აკადემიური […]

Erasmusdays2020 შეხვედრა ერაზმუსის კურსდამთავრებულებთან Erasmusdays2020

15, 16 და 17 ოქტომბერს აღინიშნება ერაზმუსის საერთაშორისო დღეები! აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 16 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ერაზმუსის კურსდამთავრებულთა შეხვედრა.  შეხვედრის დეტალები იხილეთ აქ: Topic: #Erasmusdays – Alumni Networking Session Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/86289100330?pwd=bWFQQlc4NC9kZ3VFUm5RQTNZeC9xUT09 Meeting ID: 862 8910 0330  Passcode: 194999 შეხვედრის მიზანია სტუდენტების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების […]