ბერლინის კოპერნიკის საერთაშორისო ბრწყინვალების სტიპენდია (IES)

ბერლინის კოპერნიკის ასოციაცია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საერთაშორისო ბრწყინვალების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

პროგრამა განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლინგვისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის და აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, 6 თვე გაატარონ გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ ან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი საფეხურის ჰუმანიტარული ან ლინგვისტიკის მიმართულების იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას მინიმუმ B2-დონეზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 15 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://en.copernicusberlin.de/ies

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი