საერთაშორისო ფორუმი„მწვანე ტალანტები 2021“

გამოცხადდა მიღება კონკურსისთვის „მწვანე ტალანტები 2021“. გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტრო 2009 წლიდან ატარებს საერთაშორისო ფორუმს მდგრადი განვითარების შესახებ – “Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development”, რათა ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების საერთაშორისო დონეზე გაცვლას.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (არა უმეტეს 3 წლისა);
  • აპლიკანტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებისთვის ფოკუსირებული უნდა იყოს მდგრად განვითარებასა და ინტერდისციპლინურ მიდგომაზე;
  • არა უმეტეს სამწლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება (გარდა იმ პროფესიული სამუშაო გამოცდილებისა, რომელიც მიღებულია აკადემიური ხარისხის ფარგლებში);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • აპლიკანტი არ უნდა იყოს გერმანიის მოქალაქე ან რეზიდენტი.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 19 მაისი, 2021

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ვებგვერდი: https://www.greentalents.de/

ელექტრონული განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://ptoutline.eu/app/greentalents2021

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი