Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.
მობილობის ხანგრძლივობა:
- მობილობა სწავლების მიზნით – 4 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
- მობილობა ტრენინგის მიზნით – 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
სტიპენდიის რაოდენობა:
- ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის – 530 EUR
სამუშაო ენა: ინგლისური/ესპანური
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს განაცხადის წარდგენისა და მობილობის პერიოდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა;
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ დადასტურებული მობილობის ხელშეკრულება; გაითვალისწინეთ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში მობილობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 8-საათიან დატვირთვას, რაშიც მოიაზრება როგორც სწავლების, ისე ტრენინგის აქტივობები.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
პასპორტის ასლი;
მობლობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების მიერ
- სწავლების მიზნით მობილობის ხელშეკრულების შაბლონი;
- ტრენინგის მიზნით მობილობის ხელშეკრულების შაბლონი;
- შერეული მობილობის ხელშეკრულების შაბლონი.
განაცხადებს მასპინძელი უნივერსიტეტი მიიღებს ელექტრონულად: ელექტრონული განაცხადის ფორმა
კანდიდატმა ჩამოთვლილი დოკუმენტები შესაბამისი ვადების დაცვით ასევე უნდა გაგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: erasmus.ka107@uab.cat
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:15 ივნისი, 2021
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3uRijdZ
[wpai_display_imported_files_here]


