“პოზნანის WSB უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა”

WSB უნივერსიტეტი პოზნანში ორგანიზებას უწევს სტუდენტურ საზაფხულო სკოლას შემდეგი მიმართულებებით:

  1. კრეატიულობა და ანტრეპრენერული მსოფლმხედველობა
  2. კომუნიკაცია, მულტიკულტურული და მენეჯერული კომპეტენციები
  3. დარწმუნება, კონფლიქტის მოგვარება და გადაწყვეტილების მიღება
  4. თვითორგანიზება და პროექტის მენეჯმენტი
  5. ჯგუფური მუშაობის ეფექტურობა და პროექტის გუნდური მენეჯმენტი

გარდა ამ სპეციალიზირებული ტრენინგებისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოლონურ კულტურას Welcome to Poland კურსის დახმარებით.

საზაფხულო სკოლა 19-23 სექტემბერს WSB უნივერსიტეტის პოზნანის კამპუსში გაიმართება. პროექტში მონაწილეობისათვის შერჩეული სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას დაახლ. 550 ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილია მგზავრობის, საცხოვრებლის, დაზღვევისა და სხვა ხარჯებისათვის.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3Q3uuyC

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აგვისტო.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს, მისამართზე: spinaker@wsb.poznan.pl

2022 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი