საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.
ჯამური დაფინანსება შეადგენს 2 500 ევროს; 1 250 ევროს თითოეულ პროექტზე.
მონაწილეობის მიღების წიაპირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
- კონკურსი ვრცელდება ყველა სამეცნიერო სფეროზე.
წარსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი;
- კვლევითი პროექტი, რომელშიც ახსნილია მიზნები და მოსალოდნელი შედეგები;
- საფრანგეთის მასპინძელი უნივერსიტეტისგან მოწვევის წერილი.
განაცხადის ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა 7 აპრილი, 16:00 საათი.
ფონდის კანცელარიაში განაცხადის წარდგენის დედლაინია 11 აპრილი, 16:00 საათი.
დეტალური ინფორმაციის სანახავად და განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე – alexandra.richter@institutfrancais.ge
2023
[wpai_display_imported_files_here]


