ცხადდება კონკურსი Generation Google Scholarship (EMEA)-ის გრანტის მოსაპოვებლად ევროპის, ახლო აღმოსავლეთის ან აფრიკის უნივერსიტეტებში სასწავლებლად 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში. გრანტი განკუთვნილია გოგონებისთვის, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
სტიპენდიის მოცულობა: 7 000 EUR
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები
- აპლიკანტი უნდა ირიცხებოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი ბაკალავრიატის საფეხურზე 1 წლით სწავლა გააგრძელოს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის ან აფრიკის რომელიმე უნივერსიტეტში;
- კანდიდატი უნდა სწავლობდეს კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის ან სხვა მსგავს მიმართულებაზე;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;
სააპლიკაციო ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები
- ინფორმაცია კანდიდატის, მისი მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტის შესახებ;
- რეზიუმე/CV;
- მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი;
- პასუხები კითხვებზე მოტივაციის შესახებ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2024
სააპლიკაციო ფორმის სანახავად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

