ჩინეთის მთავრობის აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამა 2024

ჩინეთის მთავრობის აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში Capital Normal University (CNU) ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისათვის Belt and Road-ის ქვეყნებიდან.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:

  • კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის საინფორმაციო სისტემის სამაგისტრო/სადოქტორო კურსს (ინგლისურად)
  • ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო კურსს (ჩინურად)
  • ქიმიის სამაგიტრო კურსს (ჩინურად)
  • ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო კურსს (ჩინურად)
  • სამართლის საბაკალავრო კურსს (ჩინურად)

სტიპენდია არის სრული – ფარავს სწავლის საფასურს, კამპუსში განთავსებას, საყოფაცხოვრებო ხარჯებსა და სამედიცინო დაზღვევას.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  1. აპლიკანტები უნდა იყვნენ Belt and Road-ის წევრი ქვეყნების მოქალაქეები
  2. ა) აპლიკანტებს ბაკალავრიატზე ჩინურად სწავლისთვის დასჭირდებათ HSK3 გამოცდაზე არანაკლებ 180 ქულა, ხოლო მაგისტრისა და დოქტორის საფეხურებზე – HSK4 გამოცდის არანაკლებ 180 ქულა.

ბ) ინგლისურად სწავლისთვის კი მათ უნდა წარადგინონ ინგლისური ენის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგალითად IELTS-ის ან TOEFL-ის სერთიფიკატები

  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ძლიერი საკვლევი უნარები

    განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი, 2024

კონკურსში მონაწილეობისთვის ან/და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი