‘Research in Poland’ – გამოცხადდა Mieroszewski Center-ის სასტიპენდიო პროგრამა მკვლევრებისთვის

Mieroszewski Center (პოლონეთი) აცხადებს ”Research in Poland” სასტიპენდიო პროგრამას მკვლევრებისთვის კვლევითი პროექტების განსახორციელებლად პოლონეთში. კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ისეთ საკვლევ თემებზე, როგორებიცაა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიმდინარე კვლევის, ასევე პროქტის დაწყების სურვილის მქონე პირებს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3-9 თვე

სტიპენდიის რაოდენობა: თვეში PLN 6500

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი