კონკურსი პოლონეთის ერთთვიანი კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

პროგრამის  „ერთი თვე პოლონეთში“ (A Month in Poland) ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, პოლიტიკითა და კულტურით დაინტერესებული პირებისთვის გაიცემა სტიპენდიები კვლევის ჩასატარებლად. კვლევა შესაძლებელია პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში.

სტიპენდიის რაოდენობა: 6 500 პოლონური ზლოტი (PLN)

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 თვე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით: https://stypendium.mieroszewski.pl/users/login

განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის, კონკურსი გაგრძელდება პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ათვისებამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი