2025 Georgia-Korea Global Green Challenger Program

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინჰას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ სტუდენტურ პროგრამაში გლობალური კლიმატის კრიზისის შესახებ.

2025 წლის ივლისში საქართველოში დაგეგმილია კვირეული 2025 Georgia-Korea Global Green Challenger, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საველე გასვლებში, დაესწრებიან ქართველ და კორეელ ექსპერტთა ლექციებს გლობალური კლიმატის ცვლილებების მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების შესახებ, შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს 5 კორეული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და ჩაერთვებიან ჰაკათონსა და ვორკშოპში.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი;
  • ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
  • აინტერესებდეს  გლობალური კლიმატური საკითხები;
  • კორეული ენის ცოდნა სასურველია.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ, არაუგვიანეს 6 დეკემბრისა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ინგლისურ ენაზე წარმოადგინოთ სავალდებულო დოკუმენტები:

  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა
  • ნიშნების ფურცელი

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

სააპლიკაციო ფორმა*

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელფოსტით: iro@iliauni.edu.ge

* სააპლიკაციო ფორმაში შესასვლელად გამოიყენეთ ილიაუნის მეილი.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი