2025 წლის ზაფხულისთვის ოსლოს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროგრამას “Norway på norsk” – სამკვირიან კურსს ნორვეგიის კულტურისა და ენის შესახებ, რომელიც აერთიანებს ნორვეგიული ენის შესავალ გაკვეთილებს, კულტურულ გამოცდილებასა და ექსკურსიებს ოსლოს სხვადასხვა რეგიონში.
კურსი დაიწყება მიმდინარე წლის 30 ივნისს.
განაცხადის წარდგენის ვადები: სტიპენდიის მსურველთათვის – 1 თებერვლამდე, თვითდაფინანსების მსურველთათვის – 1 მარტამდე.
დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კურსებისა და სხვა სასწავლო პროგრამების შესახებ იხ. ბმულზე: https://www.uio.no/english/studies/summerschool/
დამატებით შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: iss@admin.uio.no
2025

