Erasmus+ ის ეროვნული ოფისი საქართველოში სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის თემატური ვორკშოპების სერიას აცხადებს

Erasmus+ ის ეროვნული ოფისი საქართველოში სტუდენტებსა და ახალგაზრდებს იწვევს მონაწილეობისთვის თემატური ვორკშოპების სერიაში, რომელიც ეძღვნება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობისა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს.

ვორკშოპების მიზანია პროგრამით დაინტერესებულთათვის ინფორმაციის მიწოდება, მონაწილეთათვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული რეკომენდაციების გაცნობა.

ვორკშოპების მონაწილეები

  • გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესახებ;
  • მოისმენენ წარსულში პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების გამოცდილებას;
  •  ჩაერთვებიან კითხვა-პასუხის სესიაში ეროვნული ოფისის წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად.

ვორკშოპების თემატიკა

  • Erasmus Mundus Joint Master-ის პროგრამა;
  • კონკურენტუნარიანი Erasmus Mundus Joint Masters-ის განაცხადის მომზადების სტრატეგიები;
  • საერთაშორისო კრედიტული მობილობის შესაძლებლობები;
  •  Erasmus+ ახალგაზრდული მობილობის პროგრამები;
  • პანელური დისკუსია − პრაქტიკული რჩევები Erasmus+ მობილობის პროექტებში მონაწილეობისათვის.

ღონისძიების დღის წესრიგი: https://drive.google.com/file/d/17WNX1R_auPkGUwgdD1B5xAdiMAy2RSby/view?usp=drive_link

ვორკშოპებში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/me1DPn6MxV8V26jt6

რეგისტრაციის ვადა: 28 ივლისი, 17:00 საათი (საქართველოს დროით)

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 29 ივლისი, 11:00-16:00 საათი (საქართველოს დროით)

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი