20 ივნისს, 16:00 საათზე, DAAD-ის თბილისის ოფისი Falling Walls Lab-ის ფორმატის ფარგლებში კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს.
Falling Walls Lab ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ.
რეგიონულ Falling Walls Lab-ის ღონისძიებებზე ჟიური ირჩევს ერთ გამარჯვებულს, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა Falling Walls-ის დახურვის ღონისძიებაში ბერლინში.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და ყველა მონაწილეს ეძლევა საშუალება დაესწროს ვორკშოპს პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.
დაინტერესებულ პირებს 2026 წლის 22 მაისამდე ონლაინ შეუძლიათ განაცხადის წარდგენა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დრო: 20 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: Publica by Arthouse, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. N 7
2026