ვაკანსია პროექტების მართვის სამსახურის ანალიტიკოსის პოზიციაზე

სააქციო საზოგადოება „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ნიკორა ტრეიდი“, რომელიც ფლობს სავაჭრო ობიექტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის სამსახურის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა; პროექტის ბიუჯეტირება და საოპერაციო ხარჯთაღრიცხვის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • დაგეგმილი პროექტის ანალიტიკა სავარაუდო შედეგების და ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით;
  • პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი პროცესების მართვა და შესაბამისი ანალიზის წარმოება;
  • პროექტის დანერგვის პროცესის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • Excel-ის ცოდნა აუცილებელია
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია
  •  აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 -წლიანი სამუშაო გამოცდილება სასურველია
  • ანალიტიკური უნარი
  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 15 მაისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: Lana.alibegashvili.1@iliauni.edu.ge

სრული ინფორმაციისათვის გადადით  საიტზე www.nikora.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი