22-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ბაზაზე ხუთდღიანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართა.
პროექტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და საფრანგეთის საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან – Conservatoire national des arts et métiers (CNAM) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
ღონისძიების მთავარი სამუშაო თემა იყო: როგორ გამოვიყენოთ ნარატივები, როგორც კვლევის ინსტრუმენტი განათლების საკითხების კვლევაში?
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი მაგისტრანტი, დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი საქართველოდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ყირგიზეთიდან.
სკოლის მონაწილეები გუნდურ სამუშაო პროცესში იყვნენ ინტენსიურად ჩართულნი.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა:
- აკადემიური სივრცეების შესახებ კოლექტიური ნარატივების შექმნას;
- სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის დათვალიერებას;
- ერთობლივი წერის პროცესს და ინტერდისციპლინურ დისკუსიებს;
- ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით თარგმნისა და წერის შესაძლებლობების კრიტიკულ ანალიზს.
მონაწილეებმა წარადგინეს კოლექტიური ნარატივები და შექმნეს სპეციალური ნარატივების რეპოზიტორი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლო ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებზე მუშაობას.

