ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული მათე სარალიშვილი აკადემიურ საქმიანობას ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში განაგრძობს.
მკვლევრის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „სამების მიმართებითი ონტოლოგია რელიგიათა შორის დიალოგში: თეორია და პრაქტიკა“.

