ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ელენე ნაბახტეველმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია მოიპოვა და სწავლას გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტის მეცნიერების ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს.
ელენეს სადისერტაციო ნაშრომის თემაა „სამეცნიერო ცოდნის ცირკულაცია სოციალიზმის პირობებში: ქართველი ფიზიკოსების გამოცდილება დუბნაში (1960-70-იანი წლები)“.

