სააქციო საზოგადოება „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ნიკორა ტრეიდი“, რომელიც ფლობს სავაჭრო ობიექტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის სამსახურის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა; პროექტის ბიუჯეტირება და საოპერაციო ხარჯთაღრიცხვის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- დაგეგმილი პროექტის ანალიტიკა სავარაუდო შედეგების და ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით;
- პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი პროცესების მართვა და შესაბამისი ანალიზის წარმოება;
- პროექტის დანერგვის პროცესის ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- Excel-ის ცოდნა აუცილებელია
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია
- აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 -წლიანი სამუშაო გამოცდილება სასურველია
- ანალიტიკური უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 15 მაისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: Lana.alibegashvili.1@iliauni.edu.ge
სრული ინფორმაციისათვის გადადით საიტზე www.nikora.ge
[wpai_display_imported_files_here]


