გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენსი“ 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიესა და თბილისში.
მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით კომპანია მომსახურებას უწევს მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. „სი ემ იქს სოლუშენსი“ ორიენტირებულია შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 120-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით კომპანია ეძებს მოტივირებულ ადამიანებს:
გერმანულენოვანი ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებს სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
- მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა. მინიმალური ცოდნის დონე B2/C1;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
კომპანია გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
გრაფიკი: სტუდენტებზე მაქსიმალურად მორგებული გრაფიკი საშუალებას მოგხცემთ თავად დაგეგმოთ თქვენი სამუშაო საათები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გაგზავნეთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com 13 დეკემბრის ჩათვლით.
წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


