ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანია “ინსტა” 21 წელია ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება.
„ინსტა“-ს გაყიდვების დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
- ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
- პროდუქციის სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
- კლიენტისთვის სიახლეების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
- მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
- ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
- CRM პროგრამასთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- (მსგავს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება.
კომპანია „ინსტა“ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას,
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს,
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს,
- მობილურ ტელეფონს (Smartphone) და კორპორატიულ ნომერს.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.მისამართზე: hr@insta.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი.
[wpai_display_imported_files_here]


