მიჩიგანის უნივერსიტეტის რონალდ და ეილინ ვაისერების ევროპისა და ევრაზიის ცენტრი აცხადებს კონკურსს ვაისერის პროფესიული განვითარების პროგრამაზე განაცხადების მისაღებად.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება მიჩიგანის უნივერსიტეტში მოკლევადიანი (4-6 კვირა) კვლევითი ვიზიტისათვის. სტიპენდია ანაზღაურებს ორმხრივი მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი.
სააპლიკაციო დოკუმენტებისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3P5V5uP
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: weiser@fulbright.edu.pl
ვებგვერდი: fulbright.edu.pl
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


