ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მის დაქვემდებარებაში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამნეტსა და სკოლაში ბუდაპეშტისა და ვენის კამპუსებზე.

პროგრამები შემოთავაზებულია შემდეგ დისციპლინებში:

  • კოგნიტური მეცნიერება; 
  • ეკონომიკა და ბიზნესი;
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა; 
  • ისტორია;
  • გენდერული კვლევები; 
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სამარათალი;
  • გამოყენებითი მათემატიკა;
  • შუა საუკუნეების კვლევები;
  • ნაციონალიზმის კვლევები;
  • ქსელური და მონაცემთა მეცნიერება;
  • ფილოსოფია;
  • პოლიტიკური მეცნიერება; 
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია;
  • სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეციენერბაში, საჯარო  პოლიტიკასა და საერთაშორისო  ურთიერთობებში; 
  • საჯარო პოლიტიკის სკოლა. 

დაფინანსების მოპოვების მსურველი კანდიდატებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 იანვარი. 

თვითდაფინანსებულ კანდიდატებს განაცხადის წარდგენა 2020 წლის 15 აპრილამდე შეუძლიათ. 

წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/34UxCps

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2Ll5XpY;   

განცხადების გაგზავნის საფასური არის 30 EUR. 

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს შემდეგ მისამართებზე: 

მის: თბილისი – ჭოველიძის ქუჩა 10

ტელ. 2252615

ელფოსტა: cie@osgf.ge

კონსულტაციები ჩატარდება  ყოველ სამშაბათს, 16:00 საათზე. 

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის გვერდებზე  სოციალურ ქსელ Facebook-ში: Access CEU – Georgia page   და  Center for International Education – Tbilisi.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი