ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის 50 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 აკადემიური მიმართულებით. თითოეულ კანდიდატს განაცხადის წარდგენა მაქსიმუმ ხუთი აკადემიური პროგრამისათვის შეუძლია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, პირველ ყოვლისა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის: https://bit.ly/3ewuOnW, ხოლო საბაკალავრი პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის: https://bit.ly/32lToTD.

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო (მიუხედავად იმისა, თუ რამდენ პროგრამაზე შეგაქვთ განაცხადი).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მათთვის, ვისაც სურს საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამისათვის ფინანსური დახმარების მოპოვება: 2021 წლის 1 თებერვალი.

თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა:
საბაკალავრო პროგრამებისათვის – 2021 წლის 12 აპრილი;
სამაგისტრო პროგრამებისათვის – 2021 წლის 15 მარტი.

სასწავლო პროგრამებსა და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს

www.ceu.edu ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის FB გვერდებს:
Center for International Education – Tbilisi ან Access CEU – Georgia Page
.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორს საქართველოში, ქალბატონ ნათია ნანავას natia@osgf.ge.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი