ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (Central European University CEU) 2023-2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას 51 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსის 18 სხვადასხვა დეპარტამენტსა და სკოლაში.

რატომ CEU? – ავსტრიაში მე-3 ადგილზეა U-Multirank უნივერსიტეტების რეიტინგით, 2022 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტების პრესტიჟულ რეიტინგში საგნების მიხედვით მისი ორი პროგრამა გლობალურ ტოპ 50-შია, სამი პროგრამა კი – ტოპ ასეულში:
24 – პოლიტიკა და საერთაშორისო კვლევები;
33 – ფილოსოფია;
ტოპ 100 – სოციოლოგია, ისტორია და სოციალური პოლიტიკა, ადმინისტრირება;
ტოპ 150 – სამართალი;
ტოპ 200 – ეკონომიკა და ეკონომეტრია.

CEU პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ:

  • ყველა ხარისხს (ბაკალავრის, მაგისტრის თუ დოქტორის), რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს ანიჭებს, აქვს საერთაშორისო აღიარება და აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში;
  • უნივერსიტეტი საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტებს თითქმის ყველა პროგრამაზე სთავაზობს როგორც სრულ, ასევე სხვადასხვა სახის ნაწილობრივ დაფინანსებას/სტიპენდიებს;
  • საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში;
  • ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სადაც სტუდენტები მსოფლიო დონის მკვლევრების მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით მუშაობენ;
  • უნივერსიტეტის ერთიანი მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც 140 ქვეყნის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და კურსდამთავრებულებისგან შედგება, ხელს უწყობს ღია საზოგადოების ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, ღია დისკუსიებსა და აკადემიურ თავისუფლებას;
  • CEU იდეალური ადგილია, თუ სტუდენტებს სურთ დასაქმებისათვის საჭირო უნარ- ჩვევების გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლის გაგრძელება;
  • და ბოლოს: ვენა მუსიკის დედაქალაქია, ევროპის ახალი ბიზნესცენტრი და მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი Economist Intelligence Unit-ის მიხედვით.

უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზეა.

განაცხადის ფორმების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციისა და წინასწარი რეგისტრაციისათვის საჭირო ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (ცენტრი ამ უნივერსიტეტს წარმოადგენს საქართველოში) Facebook-ის გვერდებზე: Center for International Education – Tbilisi ან Access CEU – Georgia page. ასევე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: cie@osgf.ge ან natia@osgf.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე: 577401674.

2022 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი