ტალინის უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის გასცემს სრულ სტიპენდიას განათლების მიმართულებით 6-თვიან პროგრამაზე სასწავლებლად ტალინის უნივერსიტეტში.
პროგრამა ხორციელდება ჰიბრიდულად:
- ონლაინრეჟიმში (Zoom): 22-29 იანვარი, 2024
- ფიზიკურად (ტალინის უნივერსიტეტი): 4-17 მარტი, 2024
- ონლაინრეჟიმში (Zoom): 10-12 ივნისი, 2024
პროგრამა განკუთვნილია განათლების სფეროში მომუშავე შემდეგი პირებისთვის:
სკოლის მასწავლებლები
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
- ადგილობრივი და ეროვნული მთავრობის წარმომადგენლები
- განათლების სფეროში მომუშავე ლიდერები ან განათლების სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს დასრულებული უნდა ჰქონდეს სწავლა ბაკალავრიატის ან მის ექვივალენტურ საფეხურზე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინ. B2 დონეზე.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 8 იანვარი
პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.
შეხვედრა გაიმართება 11 დეკემბერს, საქართველოს დროით 17:00 საათზე.
2023
[wpai_display_imported_files_here]


