იურიდიული კომპანია „სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორები” და არბიტრაჟი „თბილისის საერთაშორისო ტრიბუნალი” გიწვევთ მე-2, მე-3 და მე-4 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 6-თვიან სასწავლო სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების გრაფიკი იქნება მოქნილი სტუდენტებისთვის.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
სტაჟიორის მოვალეობები დაკავშირებული იქნება საარბიტრაჟო და კერძო სამართლის მიმართულებით საქმიანობასთან:
- იურიდიული საქმეები (კერძო სამართალი);
- კვლევითი საქმიანობა;
- საარბიტრაჟო საქმიანობა;
- საქმიანობა მედიაციის ლობირებაზე.
ინტენსიური და მზარდი სამუშაოს ოდენობა მოგცემთ მყარ პრაქტიკულსა და თეორიულ ცოდნას შესაბამის დარგებში.
დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ ინფორმაცია თქვენ შესახებ (CV ან/და თქვენთვის სასურველი ფორმით) იმეილზე: sbandpartners@yahoo.com.
[wpai_display_imported_files_here]


